გია ვოლსკი ოპოზიციაზე-როდესაც არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, რასაკვირველია, დესტაბილიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 02 მაისი 2024, 14:45
უმცირესობაში დარჩენილ პოლიტიკურ ჯგუფებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, თუ არა დესტაბილიზაცია და ეს არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. პირიქით, ძალიან მძიმე მდგომარეობა არის მსოფლიოში და ერთი  საერთო ამოცანაა უნდა იყოს წესით, რომ როგორმე სამშვიდობოზე გავიყვანოთ ჩვენი სამშობლო.”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. 




გია ვოლსკი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო  აქციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ სფეროში იჭრებიან, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. 



გია ვოლსკი იმ ოპოზიციონერების  მოწოდებებს აფასებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ და ვანდალიზმზე პასუხისმგებლობას არ იღებენ. 


 
მისი თქმით, როდესაც ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, რასაკვირველია, დესტაბილიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი. 




“არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან ტრიბუნაზე, პოლიტიკურ სფეროში იჭრებიან, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, გამოდიან და მოუწოდებენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს რომ იყვნენ  აგრესიულები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს კანონის მიღების აუცილებლობას და მეორე, ზუსტად უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი როცა არ აქვთ, რასაკვირველია, დესტაბილიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი და ამას უკვე რამდენი ხანია ვამბობთ, არათუ თვეები, წლები მიმდინარეობს ასეთი პროცესების განვითარების მცდელობა. 2019-ში, 2020-ში, 2022-ში, ახლაც. ასე რომ კალენდარულად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ის მძიმე და პროვოკაციული მოწოდებები, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ახასიათებს”- განაცხადა გია ვოლსკიმ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი