აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ „პოსტივის“ ოპერატორს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 18 აპრილი 2024, 01:24

ვცდილობთ გავაგრძელოთ მუშაობა კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა როგორც იცით მესამე დღეა განსაკუთრებულად გვიჭირს „იმედის“ კორესპონდენტებს აქ მუშაობა, ვინაიდან ეს ადამიანები ჩვენს მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან, - ამის შესახებ „ქრონიკის“ კორესპონდენტმა ანუკი ჩხიკვაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელს უშლიან, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ „პოსტივის“ ოპერატორს.

„რამდენიმე წუთის წინ, როდესაც ვიღებდით კადრებს, გამოგვყვნენ და სხვადასხვა ნივთებს გვესროდნენ. ასევე ისინი შეძახილების თანხლებით მოგვყვებოდნენ. ასევე, აქ იყო ფიზიკური დაპირისპირება „პოსტივის“ ოპერატორსა და ამ ხალხს შორის, აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ „პოსტივის“ ოპერატორს, რის შემდეგაც პოლიცია ჩაერია და სიტუაცია განმუხტეს. ჩვენ ვიმყოფებოდით კანცელარიის შესასვლელთან სადაც ცოტა ხნის წინ სადაც განსაკუთრებულად დაძაბული სიტუაცია იყო. პოლიციის მოწოდების მიუხედავად აქტივისტები მაინც ცდილობდნენ, რომ კორდონი გაერღვიათ. ჩვენ პოლიციელების დახმარებით გამოვედით გარეთ, მაგრამ ჩვენთვის აქციაზე მუშაობა განსაკუთრებულად რთულია რადგან განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ეს ადამიანები ჩვენს მიმართ“, - განაცხადა ჩხიკვაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი: გუშინდელი დღე იყო დასტური, რომ მმართველ გუნდს და ჩვენს გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქვს
დიმიტრი ხუნდაძე 2008 წლის ომზე: იმ ტიპის დანაშაული, რაც ქვეყანაში იყო ჩადენილი და რის შედეგიც არის უმძიმესი, რომ ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, არ შეიძლება, გამოძიების გარეშე იყოს
გიორგი კალანდარიშვილი: 5-წლიან უფლებამოსილებაში ყოფნა ნიშნავს ინსტიტუციის გრძელვადიანად განვითარებაზე ფიქრს
რატი იონათამიშვილი: გუშინ რუსთაველზე ადამიანები იდგნენ ჩვენი ქვეყნის ღირსებისა და სუვერენიტეტის დასაცავად
დიმიტრი ხუნდაძე: როდესაც ISFED-მა პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, ლამის რევოლუციამდე მივიდა ქვეყანა
არქივი