ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა თითოეული ჩვენი საამაყო სპორტსმენის მიმართ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა არის უმდაბლესი საქციელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 17 აპრილი 2024, 17:46

კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა თითოეული ჩვენი საამაყო სპორტსმენის მიმართ. კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა არის უმდაბლესი საქციელი, რაც ამ ადამიანებს ძალიან ზუსტად ახასიათებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ორი სიტყვა მინდა ვთქვა ჩვენი საამაყო სპორტსმენების შესახებ, რომლებიც ამ ორი დღის განმავლობაში განსაკუთრებულ ზეწოლას განიცდიდნენ. ამ ზეწოლას ახორციელებდნენ იგივე, უხეშ ტერმინს გამოვიყენებ, უსამშობლო ადამიანები, რომლებმაც სულ რაღაც ორიოდე წლის წინ თორნიკე შენგელია და ხვიჩა კვარაცხელია მოღალატეებად შერაცხეს.

ზუსტად იგივე ადამიანები, შეგვიძლია ამოვიღოთ ფეისბუქის „სქრინები“, რას აკეთებდნენ მაშინ, რას ამბობდნენ მაშინ და როგორ ზეწოლას ახორციელებდნენ ახლა. თქვენ გახსოვთ თორნიკე შენგელიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია და ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ აგორებული კამპანია. პირდაპირ მოღალატეებად შერაცხეს ეს ჩვენი ორი საამაყო სპორტსმენი. იგივე ადამიანები ზუსტად, მტკიცებულებები გვაქვს, რომ იგივე ადამიანები არიან ზუსტად, ახლა, ამ ორი დღის განმავლობაში ახორციელებდნენ ზეწოლას ამ ორ სპორტსმენზე და სხვა სპორტსმენებზე მათთან ერთად.

მე ვპირდები თითოეულ სპორტსმენს, რომ საქართველოს მთავრობა იდგება მათ გვერდით ყველა შემთხვევაში და ყველა ვითარებაში. ჩვენ ვიდგებით ჩვენი ფეხბურთელების გვერდით, როდესაც ისინი გავლენ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე და ასევე, ისინი იდგებიან ჩვენს გვერდით, როცა ყველა ერთად ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო განსაკუთრებული პატივისცემა თითოეული ჩვენი საამაყო სპორტსმენის მიმართ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ სიბინძურეში სპორტსმენების გასვრის მცდელობა არის უმდაბლესი საქციელი, რაც ამ ადამიანებს ძალიან ზუსტად ახასიათებთ“, - აღნიშნა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას: ერთი რამ იცოდეთ ძალიან კარგად, საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის თქვენი, „ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც უნდა საქართველოს ამოტრიალება. ვერ ამოატრიალებთ საქართველოს
იაგო ხვიჩიამ ოპოზიციას მიმართა - ვერ გათავისუფლდით მიშას ბატონობისგან და მოდით, ახლა მართლა გათავისუფლდით და მართლა გახსენით პოლიტიკური დისკუსია
ნიკა გვარამია - განსხვავებული აზრი, რომლის შინაარსიც სამშობლოს ღალატი და რუსეთის მხარდაჭერაა, ყველაფერს იმსახურებს
დავით მათიკაშვილი: გუშინ რუსთაველის გამზირზე იყო სრულიად საქართველო, მათ წინაშე წარსდგა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მთელ მსოფლიოს აუწყა ჩვენი ქვეყნის მიზნები, ესაა ღირსებით, დამოუკიდებელი საქართველოთი შესვლა ევროკავშირში
ევროკავშირის მედიაექსპერტი: ქართულ ტელე-სივრცეში ფართოდაა გავრცელებული ფარული რეკლამის დამაზიანებელი პრაქტიკა
არქივი