ევროკავშირის მედიაექსპერტი: ქართულ ტელე-სივრცეში ფართოდაა გავრცელებული ფარული რეკლამის დამაზიანებელი პრაქტიკა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 30 აპრილი 2024, 13:59

ქართულ ტელე-სივრცეში ფართოდაა გავრცელებული ფარული რეკლამის დამაზიანებელი პრაქტიკა, რაც გულისხმობს, რომ სარეკლამო კონტენტი ისე იყოს შენიღბული, რომ მაყურებელი ვერ აღიქვამდეს მას სარეკლამო კომუნიკაციად, თუმცა, გააჩნდეს იგივე მიზანი და ეფექტი, რაც აქვს რეკლამას. აღნიშნული სამაუწყებლო სტანდარტის მიხედვით აკრძალულია, ვინაიდან მაყურებელმა ყოველთვის უნდა იცოდეს თუ როდის უყურებს კომერციულ კომუნიკაციას, - ეს განცხადება კომუნიკაციების კომისიის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე “სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის გამოწვევები - Product Placement”, ევროკავშირის მედია ექსპერტმა, ჟან ფრანსუა ფურნემონმა გააკეთა.

სიტყვით გამოსვლის ფარგლებში, ექსპერტმა ყურადღება ასევე გაამახვილა ზიანზე, რომელიც პროდუქტის განთავსების დარღვევების შემთხვევაში, მაყურებელს ადგება.

„მიზეზი, რის გამოც ფარული კომერციული კომუნიკაცია უარყოფით გავლენას ახდენს მომხმარებლებზე არის ის, რომ გადაცემაში პროდუქტის განთავსების დროს, მაყურებელი მას აღიქვამს უფრო ავთენტურად, ვიდრე ტრადიციული რეკლამისას და შესაბამისად, არის ნაკლებად კრიტიკული.“- განაცხადა ჟან ფრანსუა ფურნემონმა და აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში მაყურებელზე გავლენის მოხდენის შანსიც იზრდება.

გარდა ზიანისა, ექსპერტმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ ტელევიზიებში ხშირია სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების ერთმანეთში არევაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი დამოუკიდებელი სარეკლამო კომუნიკაციის სახეობაა და მათ განმასხვავებელ ნიშნებს გაუსვა ხაზი.

„სპონსორობის დროს სპონსორი მონაწილეობს პროგრამის დაფინანსებაში მისი ბრენდის პოპულარიზაციის მიზნით, ხოლო პროდუქტის განთავსების შემთხვევაში, დამკვეთი კონკრეტულად მისი პროდუქტის გადაცემაში გამოჩენისთვის უხდის მაუწყებელს.“ - აღნიშნა მან დაამატა, რომ პროდუქტის განთავსებისას, ხდება პროდუქტის ორგანულად ინტეგრირება პროგრამის შინაარსსა და სცენარში, ხოლო სპონსორობა არ არის სცენოგრაფიის ნაწილი და მიზნად მხოლოდ სპონსორის იდენტიფიცირებას ისახავს, რაც, ექსპერტის განმარტებით, სპონსორობისა და პროდუქტის განთავსების კიდევ ერთ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენს.

მისივე თქმით, სპონსორობა და პროდუქტის განთავსება არ არის ურთიერთგამომრიცხავი და დასაშვებია ორივე იყოს წარმოდგენილი ერთსა და იმავე პროგრამაში, ერთსა და იმავე პროდუქტთან მიმართებაში: „მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, რომ კომერციული კომუნიკაციის ორივე სახეობა შესაბამისობაში იყოს მათზე მოქმედ წესებთან.“ - აღნიშნა მან.

საუბრისას ჟან ფრანსუა ფურნემონმა ისაუბრა კვლევაზეც, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ მისი ჩართულობით განახორციელა და რომლის ფარგლებშიც, სარეკლამო კომუნიკაციასთან, კერძოდ კი პროდუქტის განთავსებასთან მიმართებით, 15 ქვეყნის სარეგულაციო ჩარჩო და არსებული მიდგომები იქნა შესწავლილი. მისივე განცხადებით, კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიისთვის განისაზღვრა დამატებითი რეკომენდაციები, მათ შორის, გადაცემების მუდმივი და აქტიური მონიტორინგი, გამოწვევების იდენტიფიცირება და მათზე დაყრდნობით, საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი