ირაკლი კობახიძე პოლიტიკაში NGO-ების ჩართვის მცდელობებზე: მაშინ რომ ემოქმედა კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, NGO-ები ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ და დონორების რეპუტაციას უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 17 აპრილი 2024, 17:40

მაშინ რომ ემოქმედა კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, NGO-ები ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ და დონორების რეპუტაციას უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2020 და 2022 წლების მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, როცა მისი განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს პოლიტიკაში და რევოლუციურ პროცესებში ჩართვის მცდელობა ჰქონდათ.

“გვახსოვს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ როგორ გაყალბდა ე.წ. პივიტი, პარალელური ხმის დათვლის შედეგები, როგორ დასჭირდათ ხუთი კვირა ამის აღიარებისთვის. ასევე, როგორ გაავრცელეს ყალბი ინფორმაცია ე.წ. ზედმეტობებთან დაკავშირებით, რომ თითქოს ცესკომ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები. ამ ყველაფრის საფუძველზე მათ გამოაქვეყნეს ყალბი დასკვნა იმის შესახებ, რომ თითქოს, ეს არჩევნები იყო ყველაზე ცუდი ისტორიაში. ამან შექმნა საბაბი რადიკალური ოპოზიციისთვის, რომ მათ დაეწყოთ საბოტაჟი, არ შემოსულიყვნენ პარლამენტში და საბოლოო ჯამში სწორედ ამ NGO-ების ყალბმა დასკვნამ მოამზადა საფუძველი იმისათვის, რომ ჩვენ ხელი მოგვეწერა ანტიკონსტიტუციურ, კაბალურ პოლიტიკურ შეთანხმებაზე, რის საფუძველზეც დავთანხმდით ე.წ. 43%-იან ბარიერს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე შეფასებით, მმართველ პარტიას მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 43% რომ ვერ აეღო, ჩატარდებოდა რიგგარეშე არჩევნები. პრემიერი აღნიშნავს, რომ სწორედ ეს იყო მთელი ამ პროცესის მიზანი - ხელისუფლების ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლა, რაც ვერ მოხდა.

რევოლუციის მეორე მცდელობად კი ირაკლი კობახიძე 2022 წლის ივნისის მოვლენებს ასახელებს.

„თქვენ გახსოვთ, როგორ განვითარდა პროცესები 2022 წლის ივნისში. მაშინ ეს NGO-ები, რომლებიც შესაბამისი წყაროებიდან იღებდნენ დაფინანსებას, პირდაპირ ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და საკუთარი მონაწილეობით მოითხოვეს ტექნიკური მთავრობის შექმნა. ეს იყო პირდაპირი ჩართვა რევოლუციურ პროცესში, პირდაპირი შესვლა პოლიტიკაში, რაც წესით, NGO-მ არ უნდა გააკეთოს, მაგრამ ისინი წავიდნენ თვითლუსტრაციაზე გამომდინარე იქიდან, რომ ჰქონდათ წარმატების იმედი. ისინი ვაბანკზე წავიდნენ და ამ ფორმით ჩაერთნენ რევოლუციურ პროცესებში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის განცხადებით, რომ მაშინ რომ ემოქმედა კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, NGO-ები ამგვარ ქმედებებს ვერ გაბედავდნენ.

„NGO-ები ამ ყველაფერს ვერ გაბედავდნენ და ისინი დონორების რეპუტაციას უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ. თუმცა, მაშინ სამწუხაროდ, არ მოქმედებდა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, შესაბამისად, ჩვენი სუვერენიტეტი ისე მყარად არ იყო დაცული“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციას: ერთი რამ იცოდეთ ძალიან კარგად, საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის თქვენი, „ლიბერალური ბაბლი“, რომელსაც უნდა საქართველოს ამოტრიალება. ვერ ამოატრიალებთ საქართველოს
იაგო ხვიჩიამ ოპოზიციას მიმართა - ვერ გათავისუფლდით მიშას ბატონობისგან და მოდით, ახლა მართლა გათავისუფლდით და მართლა გახსენით პოლიტიკური დისკუსია
ნიკა გვარამია - განსხვავებული აზრი, რომლის შინაარსიც სამშობლოს ღალატი და რუსეთის მხარდაჭერაა, ყველაფერს იმსახურებს
დავით მათიკაშვილი: გუშინ რუსთაველის გამზირზე იყო სრულიად საქართველო, მათ წინაშე წარსდგა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მთელ მსოფლიოს აუწყა ჩვენი ქვეყნის მიზნები, ესაა ღირსებით, დამოუკიდებელი საქართველოთი შესვლა ევროკავშირში
ევროკავშირის მედიაექსპერტი: ქართულ ტელე-სივრცეში ფართოდაა გავრცელებული ფარული რეკლამის დამაზიანებელი პრაქტიკა
არქივი