გიორგი გამსახურდია თინა ბოკუჩავაზე: ზვიად გამსახურდიას სახელის ღალატში ადანაშაულებს იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ზუსტად ზვიადის არჩეულ პროქართულ და პროევროპულ გზას მიყვება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 17 აპრილი 2024, 16:09

ზვიად გამსახურდიას სახელის ღალატში ადანაშაულებს იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ზუსტად ზვიადის არჩეულ პროქართულ და პროევროპულ გზას მიყვება”, - ამგვარად ეხმაურება პირველი პრეზიდენტის შვილი გიორგი გამსახურდია Facebook-ზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თინა ბოკუჩავას გამოსვლას, სადაც მან „ქართული ოცნება“ ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ღალატში დაადანაშაულა.

“ნაცმოძი და მათი სატელიტები, წარმოადგენენ ავტომატიანი პუტჩისტების ხელისუფლების პოლიტიკურ მემკვიდრეობას. დევი ჭანკოტაძემ, აკია ბარბაქაძემ, ვინმე გოგავამ, ჟორიკა რურუამ და სხვებმა, ამიერკავკასიის ოლქის რუსი სამხედროების მონაწილეობით, მოსკოვის დაკვეთით სისხლის კალო დაატრიალეს რუსთაველზე. შემდეგში ედუარდ ბალტინის რუსულ ფლოტთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს, დასავლეთ საქართველოს რუსულ ოკუპაციაში.

ამათი პოლიტიკური თანამეინახე, ახალგაზრდა გოგო, რომელიც სამწუხაროდ მსგავსი სიცრუით სულ გამოირჩევა, ზვიად გამსახურდიას სახელის ღალატში ადანაშაულებს იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ზუსტად ზვიადის არჩეულ პროქართულ და პროევროპულ გზას მიყვება. უპრიანი იქნებოდა, ეს ხალხი თუ საერთოდ არ ახსენებდა ზვიადის სახელს. თინას შეუძლია ახსენოს, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ზვიადს კავკასიის ხუსეინად იხსენიებდა. კიდევ სხვა მიზეზები აქვს თინას, მიშას ხსენების და გულწრფელად ვურჩევდი მაგ გზით წავიდეს”, - წერს გიორგი გამსახურდია.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა მდინარაძე საყოველთაო-სახალხო შეკრების მონაწილეებს: დიდი მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან
სალომე სამადაშვილი: ნორჩი ლენინელები მოგიგროვებიათ და გადაწყვიტეთ, რომ „ჯენზის“ თავისუფალ თაობას ნორჩი ლენინელების ყალბი პათეტიკით რაღაცას გააგებინებდით
მაია ბითაძემ ოპოზიციას მიმართა - თავი დაანებეთ მავნებლობას, სპეკულაციას ევროპული დროშით, იმ დროშით, რომლისთვისაც არაფერი გაგიკეთებიათ
გამწვანებული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის სამუშაოები გრძელდება
სამეზობლოს და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი ხერტ იან კოოპმანი 1-2 მაისს საქართველოს ეწვევა
არქივი