მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთელებს: ჩემო ძვირფასებო, ორ თვეში თამაში გაქვთ, რა თქმა უნდა, ჩვენი გზა ევროპაშია, ყველა მივდივართ ევროპაზე, რომ ვიხილოთ თქვენი გამარჯვებები - ნუ მისცემთ საშუალებას, გამოიყენონ თქვენი გულწრფელი აზრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 17 აპრილი 2024, 16:04
„ჩემს უმცროს მეგობრებს მივმართავ - ფეხბურთელებს, ჩემო ძვირფასებო, ორ თვეში გაქვთ თამაში, რა თქმა უნდა, ჩვენი გზა ევროპაშია, რა თქმა უნდა, ყველა მივდივართ ევროპაზე, რომ ვიხილოთ თქვენი გამარჯვებები. ნუ მისცემთ საშუალებას, გამოიყენონ თქვენი გულწრფელი აზრი,“ - მიმართავს „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილი ფეხბურთელებს. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ჩვენი სპორტსმენებით და ფეხბურთელებით მანიპულირებს.

„მინდა ამ ახალგაზრდებს ვუთხრა, არაერთხელ მითქვამს, 20 წელი ვიცხოვრე ევროპაში, არ შეიძლება მე მასწავლიდეს ლევან ხაბეიშვილი, რომელმაც მარტო სურათებით იცის ევროპა, რას ნიშნავს ევროპა? მე შოლცით და შარლ მიშელით არ ვსაზღვრავ ევროპას. ბევრად მეტი ღირებულება ვიცი, ჩემი ღირებულება და იდენტობა ჩავიტანე იქ და იქიდან ავიღე ზუსტად კანონის უზენაესობა, სამართლიანობა, გამჭვირვალობა, რაზეც დგას და რასაც ფუნდამენტური ძალა აქვს ევროპაში. ამიტომ არის, რომ დღეს ჩემი უმცროსი კოლეგებით, ჩვენი სპორტსმენებით და ფეხბურთელებით მანიპულირებენ ეს ნაძირალები. ჩვენ გავუკვლიეთ გზა ჩვენს პატარა ძმებს. მათი მშობლების თაობა ვართ. ქართული ფეხბურთი დიდი ხანია ევროპის წევრია, დიახ, ჩვენი გზა ევროპაშია“ - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მამუკა არეშიძე: თანხები, რომელიც ამ წელს საქართველოში დასაფინანსებლად შემოვიდა, არ ხმარდება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ხმარდება ქვეყანაში განსაზღვრული პოლიტიკური მიზნების მიღწევას, აქედან გამომდინარე, საჭირო იყო რეგულაცია
სტოლტენბერგი: უკრაინის ნდობა ნატოს მოკავშირეების მიმართ შეირყა იარაღის მიწოდების შეფერხებების გამო
პრემიერ-მინისტრი საფრანგეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო
თინა ბოკუჩავა - ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ კანონებს თქვენ უკეთ იცნობთ - იქნებ, დაეხმაროთ გერმანიის კანცლერს, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნოს
არქივი