თინა ბოკუჩავა - ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ კანონებს თქვენ უკეთ იცნობთ - იქნებ, დაეხმაროთ გერმანიის კანცლერს, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 30 აპრილი 2024, 19:42
ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ, ფრანგულ, გერმანულ კანონებს თავად ქვეყნის წარმომადგენლებზე უკეთ იცნობთ - იქნებ, თქვენ დაეხმაროთ გერმანიის კანცლერს, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნოს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

„ბატონო ანრი, დღეს თქვენგან გავიგეთ, რომ ამერიკულ კანონს ამერიკელებზე უკეთ იცნობთ, ფრანგულ კანონს - ფრანგებზე უკეთ, გერმანულს - გერმანელებზე, მათ შორის, გერმანიის კანცლერზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რაზეც ანრი ოხანაშვილმა უპასუხა, რომ „გერმანიის კანცლერი თავად იურისტი არ არის“. აღნიშნულზე თავის მხრივ, ბოკუჩავამ ასე უპასუხა: „არც იურისტები ჰყავს იმისთვის, რომ კომპეტენტური ინფორმაცია მიაწოდონ და იქნებ, თქვენ დაეხმაროთ, რომ საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას გაეცნონ. ალბათ, ძალიან მადლობლები იქნებიან, თუ თქვენ დაეხმარებით".

გარდა ამისა, თინა ბოკუჩავას თქმით, თუ მთავრობას შავი ფულის გამჭვირვალობა აინტერესებს, ბიძინა ივანიშვილის ფულით უნდა დაინტერესდეს.

"შავი ფულის გამჭვირვალობა თუ გინდათ, უპირველეს ყოვლისა, ივანიშვილის შავი ფულით დაინტერესდით, რომელმაც ოფშორების შესახებ კანონები იმიტომ მიიღო, რომ საქართველოში მილიარდები გადასახადში 1 თეთრის დახარჯვის გარეშე გადმორიცხოს. შავი ფული გაქვთ თქვენ და ეს ხალხმა ძალიან კარგად იცის“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი მიქანაძე: 309 ქართული სირცხვილი, რომელიც აღწერა და შეაჯამა მამამ, ლევან სანიკიძემ, ბედის ირონიით გამგრძელებელი და 310-ე მოქმედი პირი შვილი, გუბაზი გახდა, კოლექტიურ გუბაზებთან ერთად
თავრიზში პრეზიდენტ რაისის ემშვიდობებიან
ნათია თურნავა: მოხარულები ვართ, რომ EBRD-იმ საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითად აირჩია
გივი მიქანაძემ პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კახა კალაძე: მიუღებელია შანტაჟის და მუქარის ენით საუბარი. მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნის შიგნით იღებს კანონებს და პოლიტიკოსები ამის გამო უნდა დასანქცირდნენ? წარმოუდგენელია ისეთ აბსურდში ვართ შესული
არქივი