გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 17 აპრილი 2024, 15:13

დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს. როგორც გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, მისთვის ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია.

„ბევრ დროს არ წაგართმევთ. კანონპროექტის, რომელსაც დასახასიათებლად რა გეოგრაფიული დეფინიციაც არ უნდა მოუნახო რუსეთიდან ზიმბაბვემდე, არსებობას და მით უმეტეს მიღებას, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური, არც მორალური და არც პრაგმატული გამართლება აქვს. ეს კანონპროექტი თუ კანონად გადაიქცევა, საბოლოოდ ავტორიტარული რეჟიმის დასამყარებლად იქნება გამოყენებული. დღეს რომ შეწყდეს ამ კანონპროექტის განხილვა, უდიდესი ზიანი ჩვენს ევროპულ პერსპექტივას უკვე მიადგა. ასეა: როდესაც საკუთარი ანატომიის არასწორი ნაწილით ფიქრობ, შედეგად იღებ სოციალურ დაძაბულობას, დაპირისპირებას მოქალაქესთან, მოკავშირეებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია. ვტოვებ პარლამენტს! ქართული საზოგადოების აზრს ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ვიტოვებ იმედს, რომ ხელისუფლება უარს იტყვის ამ კანონპროექტის მიღებაზე“, - აღნიშნულია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაში.

ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი: დღეს ერთად გამოვხატავთ განსაკუთრებულ პატივისცემას ჩვენი თავდაცვის ძალებისადმი, რომლებიც უშიშრად და ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი - დღეს შავ-ბნელი ძალები ცდილობენ საზოგადოების გახლეჩას, იმის ქადაგება, რომ მტერი მტერი არაა, მოკავშირე კი მოკავშირე არაა, იგივეა, რაც უარყოფა, რომ დედა დედაა და მამა მამაა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსულ ბანკებთან ოპერაციები დროებით დაუშვა
ირაკლი კობახიძე: დღეს ჩვენი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო დიდი შემართებით, მაღალი მზადყოფნის დონითა და მოტივაციით, წარმატებით აგრძელებს ქართული ჯარის მხედრულ ტრადიციებს და საამაყო მემკვიდრეობას
არქივი