პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია აშშ-ის დემოკრატიის ეროვნული ფონდის წარმომადგენლებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 30 აპრილი 2024, 11:51

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული ფონდის პრეზიდენტს, დეიმონ ვილსონს და ფონდის თავმჯდომარეს, კენეტ ვოლაკს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, აშშ-საქართველოს ურთიერთობები, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე და ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი - მას არ აქვს უფლება საარჩევნო კამპანიაში მიიღოს მონაწილეობა
შალვა პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ მთელი სიძლიერე იმაშია, რომ არასდროს გავურბივართ შინაარსობრივ დისკუსიას - ოპოზიციამ კარგად იცის, სადაც შინაარსობრივ დისკუსიაში შემოვა, იქ არც ცოდნა და არც კომპეტენცია ჰყოფნის
საგარეო საქმეთა სამინისტრო დეზინფორმაციას უწოდებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, „საზღვარგარეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უქმდება“
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას, სიყვარულის სიძულვილით ჩანაცვლებას - პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისთვის
პრემიერი: სიყვარულით შეგვიძლია გავერთიანდეთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფასეულობების და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის
არქივი