მამუკა მდინარაძე: ბიჭებმა დაწერეს და რა ქნა „ნაცმოძრაობის“ არხმა? ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს სიტყვა „მშვიდობა“ ამოუღეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 17 აპრილი 2024, 14:54

ბიჭებმა დაწერეს და რა ქნა „ნაცმოძრაობის“ არხმა? ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს სიტყვა [განცხადებიდან] „მშვიდობა“ ამოუღეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

„ბიჭებმა რომ დაწერეს, ფეხბურთელებმა. აბა რა უნდა ქნან. აღარ იციან [ოპოზიციამ] საიდან შეუტიონ. ნუ ჩარევთ მეთქი [პოლიტიკაში], ყველას გვიყვარს, ყველასია, ჩვენია, საერთო ღირებულებებია, საერთო ეროვნული ინტერესია. არა, უტევენ ამ დღეების განმავლობაში. დადგნენ და ამ ბიჭებმა დაწერეს და რა ქნა „ნაცმოძრაობის“ არხმა? ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილს სიტყვა „მშვიდობა“ [განცხადებიდან] ამოუღეს. წარმოიდგინეთ რა თეორიებში არიან, ავადმყოფობაში. სიტყვა „მშვიდობას“ ხშირად ახსენებს „ქართული ოცნებაო“ და გაუყალბეს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საპროტესტო აქციის მონაწილეების მიერ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა პარლამენტის შენობა და ინფრასტრუქტურა, შესაბამისად, დღეს დაგეგმილი ღონისძიებები არ გაიმართება
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, მალფუჭებადი და მაღალი რისკის სურსათი შეიძინოს მხოლოდ ისეთ სარეალიზაციო ობიექტებში, სადაც დაცულია შენახვის მოთხოვნები და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები
პარიზში საპირველმაისო დემონსტრაციაზე რადიკალების ქმედებების შედეგად 57 პოლიციელი დაშავდა
ნიუ-იორკის პოლიციამ კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ნიუ იორკის სითი კოლეჯში, პროპალესტინური აქციის 300-მდე მონაწილე დააკავა
არქივი