პარიზში საპირველმაისო დემონსტრაციაზე რადიკალების ქმედებების შედეგად 57 პოლიციელი დაშავდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
40 02 მაისი 2024, 11:07

პარიზში საპირველმაისო დემონსტრაციაზე რადიკალების ქმედებების შედეგად 57 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ BFMTV იტყობინება.

პარიზის პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებს დემონსტრაციაზე 35 ადამიანი დააკავეს, რომელთა უმრავლესობასაც ძალადობრივი ქმედებების მომზადება, D კატეგორიის იარაღის ფლობა და სახის დაფარვა, ხოლო 4-ს ადამიანს უშუალოდ პოლიციის წინააღმდეგ ფიზიკური ძალის გამოყენება ედება ბრალად.

საერთო ჯამში პარიზში აქციამ შარშანდელთან შედარებით უფრო მშვიდად ჩაიარა. პროფკავშირების ინფორმაციით, აქციაში 40 000 ადამიანი, პოლიციის ცნობით კი 18 000 ადამიანი მონაწილეობდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
იენს სტოლტენბერგი - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა არის თავდასხმა ჩვენს დემოკრატიებზე და ღია საზოგადოებებზე, ერთად უნდა დავდგეთ ღირებულებების შესანარჩუნებლად
იტალიელი ბლოგერი: თუ საქართველოში განვითარებულ მოვლენებში მართლა არის „უცხო ხელი”, ეს ნიშნავს, რომ განზრახვა არის, აიძულონ პუტინი შეიჭრას იქაც, რაც, შესაძლოა, მეორე ფრონტის გახსნით უკრაინაში მისი ქმედებების შესუსტების მცდელობა იყოს
რომან გოცირიძე: მთელ მსოფლიოში 17 მაისი აღინიშნება, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე, საქართველოს ეკლესიამ კი ეს თარიღი დააკანონა, როგორც ოჯახის სიწმინდისა და მისი დაცვის დღე - სამღვდელოების მიერ ორგანიზებულ მარშზე არცერთი წესიერი ადამიანი არ უნდა გამოცხადდეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
შსს გარდაბანში მომხდარ მკვლელობის საქმეზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს
არქივი