მეთიუ მილერი - შეშფოთებული ვართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონით და გამოვხატავთ პატივისცემას მათ მიმართ, ვინც პროტესტს გამოთქვამს საქართველოში ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
8 16 აპრილი 2024, 23:07

შეშფოთებული ვართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით და გამოვხატავთ პატივისცემას მათ მიმართ, ვინც პროტესტს გამოთქვამს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ჯერ კიდევ რჩება კანონპროექტად და წინასწარ პროგნოზების გაკეთება არ შეუძლია.

„პირველ რიგში, ეს არის კანონპროექტი, რომელიც ჯერ კიდევ რჩება კანონპროექტად. არ ვფიქრობ, რომ წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება შეგვიძლია, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ ამ კანონით და გამოვხატავთ პატივისცემას მათ მიმართ, ვინც პროტესტს გამოთქვამს საქართველოში ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველას უფლებას, ყველას აზრის გამოხატვის თავისუფლებას“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც ამ 4 წლის განმავლობაში გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და გამოცდილება, ყველაზე რთულ მომენტებში, საზოგადოების თანადგომამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეცვა ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არ დაგვეშვა ქვეყნის არევა
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ კვლავაც გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა ავასრულოთ ილია ჭავჭავაძის შეგონება, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“. ამიტომ, პრინციპულად და თავდადებით, პირადად მე, განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად
ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა
ბიძინა ივანიშვილი - არადემოკრატიული წესით, გარედან დანიშნული ადამიანების მმართველობამ მკაფიოდ დაგვანახა, თუ რამდენად მძიმეა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი
ბიძინა ივანიშვილი - მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“- მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს
არქივი