სოზარ სუბარი დევი ჭანკოტაძეზე: ნუ ლაპარაკობს ვეტერანების სახელით, ამის უფლება არ აქვს ამ მოღალატე ადამიანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 16 აპრილი 2024, 22:24

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დევი ჭანკოტაძის განცხადება ძალიან ცუდად ენიშნა. ამის შესახებ სოზარ სუბარმა „იმედი LIVE“-ის ეთერში ისაუბრა.

„ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა დღეს დევი ჭანკოტაძემ, პარლამენტის წევრმა და თან ხაზი გაუსვა, რომ ამ განცხადებას აკეთებდა, როგორც სამხედრო პირი, როგორც გენერალი და გააკეთა ვეტერანების სახელით.

ჯერ ერთი, ნუ ლაპარაკობს ვეტერანების სახელით, ამის უფლება არ აქვს ამ მოღალატე ადამიანს. ვეტერანები სხვაგან არიან და სხვაგან არის მათი ინტერესი და ვეტერანების სახელით ვერ ილაპარაკებს. მან თქვა პირდაპირ, რომ „გაფრთხილებთ, რომ ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდესო“ და ეს ამათი ხელწერაა. გვახსოვს ძალიან კარგად ორ გვამს როგორ ითხოვდა ვანო მერაბიშვილი და შემდეგ როგორ აღასრულეს კიდევაც, როგორ ჩაცხრილეს კრიალაშვილი და სრულიად შემთხვევით გადარჩა ოთანაძე. ძალიან კარგად გვახსოვს ის სატელეფონო საუბრებიც, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინ, მაშინ ჯერ კიდევ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მიტაცებული იყო, როცა იქ აქციები იყო და ბარიკადებს მართავდნენ, როგორ ურეკავდა ნიკა გვარამიას მიხეილ სააკაშვილი და როგორ ითხოვდა მისგან კატეგორიულად, რომ რამდენიმე ადამიანი უნდა მოკვდეს, იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიოთ და ხალხი ქუჩაში გამოვიყვანოთო და ძალიან ცუდად მენიშნა ახლა ეს განცხადებაც“, - აღნიშნა მან.

პლენარულ სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ წევრმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა: „ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც, რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: დაფინანსება თუ იქნება გამჭვირვალე, დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე გამუდმებულ თავდასხმას
ირაკლი კობახიძე: საგარეო პოლიტიკაში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა, ევროკავშირში შესვლა გვინდა ჩვენი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებით
ირაკლი კობახიძე: წლის ბოლოს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას ალტერნატივა არ აქვს, ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს მიმართ
ირაკლი ღარიბაშვილი: უნიკალური ქართული გამოცდილების არსია, რომ პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ. ახალი წესრიგი თანასწორობას, მშვიდობისკენ სწრაფვას და ყველა ერის თვითმყოფადობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ ერთად დღევანდელი შეკრებით ვთქვით, რომ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას, მშვიდობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს, იცოდეს ყველამ, საქართველოში არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ „მამული, ენა და სარწმუნოება“
არქივი