ირაკლი კობახიძე: დაფინანსება თუ იქნება გამჭვირვალე, დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე გამუდმებულ თავდასხმას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 29 აპრილი 2024, 23:18

 თუ იქნება გამჭვირვალე, ამ შემთხვევაში დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე გამუდმებულ თავდასხმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა იმედი LIVE-ში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამ ქვეყანას ერთხელ და სამუდამოდ სჭირდება მოსვენება უსამშობლო ადამიანებისგან.

„ეკლესიაც არ დაასვენეს. უბრალოდ ჩართეთ მათი ტელევიზიები, საპატრიარქომაც გაავრცელა ამაზე განცხადება, ასეულობით ნეგატიური სიუჟეტი არის „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებში მარტო ამ რამდენიმე წლის განმავლობაში ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არის დაფინანსებული ჯაჭვი, რომელიც ამოქმედებულია ქართული სახელმწიფოს, ქართული იდენტობის, კონკრეტულად ქართული ეკლესიის წინააღმდეგ. რისთვის აკეთებენ ამას?! როგორც კი გამჭვირვალე იქნება დაფინანსება, რა თქმა უნდა, ასე უხეშად ვეღარ შეძლებენ ეს კონკრეტული ადამიანები ვერც ასეთი ქმედებების დაფინანსებას და ვერც შესაბამისი დაფინანსების მიღებას. ამიტომ, იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაისვენოს ამ ქვეყანამ მუდმივი რყევის მცდელობებისგან, მუდმივი ჩაკეტილი წრისგან, რასაც ჰქვია ე.წ. პოლარიზაცია, სინამდვილეში უნდა ერქვას რადიკალიზაცია, აუცილებელია გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება. ჩვენ თუ გვეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ კანონი, გამოდის, რომ შესაბამის სუბიექტებს არ უნდათ, რომ დაასვენონ ეს ქვეყანა, რასაც ძალიან მკაფიოდ გაესვა ხაზი დღევანდელ გამოსვლებში, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში. ამ ქვეყანას სჭირდება დასვენება, წინსვლა, განვითარება და სწორედ ამას ემსახურება კანონი გამჭვირვალობის შესახებ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოსა და თურქეთს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ავთანდილ ვარსიმაშვილი: როგორც თეატრის ხელმძღვანელი, ვალდებული ვარ პატივი ვცე როგორც მაყურებელს, ასევე მსახიობებს და ტექნიკურ პერსონალს, არ დავუშვა მხარეებად დაყოფა
ირაკლი კობახიძე - აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ფორმატი არის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება, ეფექტურად და წარმატებით ითანამშრომლონ ქვეყნებმა, რომლებიც პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტს
ირაკლი კობახიძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - განსაკუთრებული პატივია, ვსტუმრობდე პრეზიდენტ ერდოღანს, რესპუბლიკის ნამდვილ ლიდერს, რომელიც მტკიცედ იცავს თურქეთისა და თურქი ხალხის ეროვნულ ინტერესებს
არქივი