ნიკა მაჭუტაძე - ჩვენი მიზანი არის არა რომელიმე კონკრეტული სტრუქტურა, არამედ დაბრუნება ცივილიზაციურ სახლში, ქაჯეთის ციხიდან ჩვენი გამოხსნა და სახლში, ევროპაში დაბრუნებაა ჩვენი მიზანი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 16 აპრილი 2024, 20:59

ჩვენი მიზანი, როგორც ნაციის არის არა რომელიმე კონკრეტული სტრუქტურა, არამედ დაბრუნება ცივილიზაციურ და კულტურულ სახლში, საქართველო რომ ქაჯეთის ციხეში გაიტაცეს, იმ ქაჯეთის ციხიდან ჩვენი გამოხსნა და სახლში, ევროპაში დაბრუნებაა ჩვენი მიზანი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ნიკა მაჭუტაძემ განაცხადა.

როგორც მაჭუტაძემ პარლამენტის სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, კანონშემოქმედება უნდა ეფუძნებოდეს ტრადიციას და როცა ის გამორიცხავს ტრადიციას, ძალმომრეობად იქცევა.

„ქართველები, საქართველოს სხვადასხვა დროის სახელმწიფოებრივი ფორმაციები ითვლებოდნენ სწორედ ჩრდილოეთის მცველებად, რომლებიც ჩრდილოეთის გადმოსასვლელებს იცავდნენ ბიბლიური გოგისა და მაგოგის ანტიცივილიზაციური ხალხებისგან. იცავდნენ მარადიულ დასავლეთს, იცავდა მარადიული საქართველო. ჩვენ არ გვეშინია. იმ ხალხს, რომლებიც ამ კანონში ვკითხულობთ იმ უზარმაზარ საფრთხეებს, რაც ემუქრება ჩვენს ხალხს, ჩვენი ქვეყნის წარსულის გააზრებას. ის ხალხი, რომლებიც ამ კედლებს მიღმა გრგვინავს, კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს. კანონშემოქმედება უნდა ეფუძნებოდეს ტრადიციას და როცა ის ებრძვის, გამორიცხავს ტრადიციას, მაშინ ის კანონშემოქმედება კი არ არის, ძალმომრეობად იქცევა. მიტინგი რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი იყოს, არ უნდა კარნახობდეს პარლამენტს კანონებს. ​კანონშემოქმედება უნდა მიჰყავდეს ქვეყნის პოლიტიკურ და ინტელექტუალურ ელიტას და არა ქუჩას. მაგრამ ეს ის დროა, როცა პარლამენტსაც და ყველას სჯობნის ქართველი ხალხი თავისი გუმანით, ვრცელი ისტორიული მეხსიერებით, ცივილიზაციური, კულტურული, ნაციონალური მიკუთვნებულობით. საქართველო არის მარადიული, საქართველო არის ევროპაში და ამას წინ ვერ დაუდგა ვერაფერი ვერასდროს. ჩვენ გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მაჭუტაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: დაფინანსება თუ იქნება გამჭვირვალე, დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე გამუდმებულ თავდასხმას
ირაკლი კობახიძე: საგარეო პოლიტიკაში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა, ევროკავშირში შესვლა გვინდა ჩვენი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებით
ირაკლი კობახიძე: წლის ბოლოს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას ალტერნატივა არ აქვს, ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს მიმართ
ირაკლი ღარიბაშვილი: უნიკალური ქართული გამოცდილების არსია, რომ პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ. ახალი წესრიგი თანასწორობას, მშვიდობისკენ სწრაფვას და ყველა ერის თვითმყოფადობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ ერთად დღევანდელი შეკრებით ვთქვით, რომ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას, მშვიდობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს, იცოდეს ყველამ, საქართველოში არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ „მამული, ენა და სარწმუნოება“
არქივი