სოზარ სუბარი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე: ოპოზიციამ გვიპასუხოს, აქვს თუ არა ქართულ საზოგადოებას უფლება იცოდეს, ვინ აფინანსებს კამპანიას, რომელიც პოლიციელების ცოცხლად დაწვას ახალისებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
28 16 აპრილი 2024, 19:09

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ოპოზიციისგან ითხოვს პასუხს შეკითხვაზე, აქვს თუ არა ქართულ საზოგადოებას უფლება იცოდეს, თუ ვინ აფინანსებს საქართველოში პოლიციელების ცოცხლად დაწვის მოწოდებას. შეკითხვა მან დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასვა, სადაც პირველი მოსმენით განიხილება კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

სოზარ სუბარის თქმით, შედეგად ამ მოწოდებებს მოჰყვება ის, რომ პრეზიდენტი იწყალებს პრაქტიკულად მკვლელობის მცდელობის მოქმედ პირს, რომელსაც საზოგადოება ოვაციებით ხვდება.

„რიტორიკული კითხვა მექნება ოპოზიციონერი კოლეგების მიმართ. ხელში მაქვს მოძრაობა „სირცხვილია“-ს მომზადებული ბანერი - „მე ვისროლე“, რომელიც დაფინანსებულია დონორების მიერ. აქვს თუ არა ქართულ საზოგადოებას უფლება იცოდეს, ვინ აფინანსებს კამპანიას, რომელიც პოლიციელების ცოცხლად დაწვას ახალისებს და მოგვიწოდებს ამგვარი ქმედებისკენ. შედეგად კი პრეზიდენტი იწყალებს ამ, პრაქტიკულად, მკვლელობის მცდელობის მოქმედ პირს და საზოგადოება მას ტაშით ხვდება. გვაქვს თუ არა ამის ცოდნის უფლება, ამ შემთხვევაში პასუხი ოპოზიციამ გაგვცეს," - აცხადებს სოზარ სუბარი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
ირაკლი კობახიძე: ყველამ კეთილი ინებოს და როდესაც ატარებს უცხოური ძალების ინტერესებს საქართველოში, ამ ფაქტის კონსტატაციას შეეგუოს, ასე მუშაობს სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს
ირაკლი კობახიძე: სტიგმატიზაციაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას უწოდებენ რუსულს, პუტინისტურს, აქედან ჩანს, რომ ყველაფერი, რასაც ამბობენ, სინამდვილეში ფარსია
არქივი