მამუკა მდინარაძე: არცერთი მიზეზი, რატომ არის ცუდი ეს კანონი, პარტნიორების მხრიდან არ მოგვისმენია. ეს არის იმ ტიპის კანონი, რომელიც სუბიექტურად არ აწყობს არასდროს არცერთ ქვეყანას გარდა იმ ქვეყნისა, სადაც ეს კანონი არსებობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
35 16 აპრილი 2024, 17:29

არცერთი მიზეზი, რატომ არის ცუდი [კანონი], ან არგუმენტი არც მათგან, ჩვენი ოპონენტების არ იყოს, არ მოგვისმენია. ეს არის იმ ტიპის კანონი, რომელიც სუბიექტურად არ აწყობს არასდროს არცერთ ქვეყანას გარდა იმ ქვეყნისა, სადაც ეს კანონი არსებობს. ამ შემთხვევაში, ეს კანონი სუბიექტურად აწყობს მხოლოდ საქართველოს. სხვა ქვეყნებს საკუთარი ინტერესებიდან გადმოსახედიდანაც კი ლეგიტიმურად არ აწყობს არცერთ ქვეყანას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.

„რატომ გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, რომ კანონი არ მოსწონთ? თქვენ [ოპოზიციას მიმართავს] დღენიადაგ იშველიებთ მათ არგუმენტებს. ძალიან კარგი კითხვაა, უცნაური ამბავიც კია. ისიც აღვნიშნოთ, რომ არცერთ მათგანს, ჩვენს მეგობრებს, რომელთანაც საკმაოდ ხისტ დისკუსიაში ვართ შესული და კარგია, რომ ქვეყანა ამას ბედავს, აქამდე ასეთი რამ არ ხდებოდა ხოლმე. მიუხედავად ამისა, ევროინტეგრაციის გზაზე ყველა წარმატებას მივაღწიეთ და მათაც, საბოლოო ჯამში უწევთ ხოლმე აღიარონ ჩვენი თანასწორობა და არა ცალ ფეხზე დგომით, არამედ ამაყად და ორ ფეხზე დგომით ყველა სირთულეს გადავლახავთ ხოლმე როგორც ყველა წინა შემთხვევაში ხდებოდა, თორემ „ნაცების“ ცალ ფეხზე დგომა გვახსოვს ჩვენ მათთან მიმართებაში და ერთი ნაბიჯი ვერ გადაიდგა ევროინტეგრაციის გზაზე. ყველა ნაბიჯი „ქართული ოცნების“ პირობებშია. რატომ? იმიტომ, რომ ამაყად, მყარად, პრინციპების დაცვით, ეროვნული ღირსების დაცვით საბოლოო ჯამში მაინც გვიფასდება სწორი დამოკიდებულება ჩვენი მოქალაქეების და შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. არცერთი მიზეზი, რატომ არის ცუდი [კანონი], ან არგუმენტი არც მათგან, ჩვენი ოპონენტების არ იყოს, არ მოგვისმენია. ეს არის იმ ტიპის კანონი, რომელიც სუბიექტურად არ აწყობს არასდროს არცერთ ქვეყანას გარდა იმ ქვეყნისა, სადაც ეს კანონი არსებობს. ამ შემთხვევაში, ეს კანონი სუბიექტურად აწყობს მხოლოდ საქართველოს. სხვა ქვეყნებს საკუთარი ინტერესებიდან გადმოსახედიდანაც კი ლეგიტიმურად არ აწყობს არცერთ ქვეყანას. თუ ის არის მხოლოდ მიზეზი, რომ ვერ ეუბნებიან საფრანგეთს შენ არ მიიღო, ვერ ეუბნებიან ევროკავშირს სხვა ქვეყნები, რომ შენ არ მიიღო და საქართველო აღმოჩნდება დაბალი ღობე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ რატომ ხდება ასე. თორემ რუსულ კანონს, შემიძლია კადრებიც გაჩვენოთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი ეძახის ევროკავშირში დაინიცირებულ ევრო დირექტივას. მაშინ ისიც რუსული ყოფილა და არ მიიღონ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: დაფინანსება თუ იქნება გამჭვირვალე, დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე გამუდმებულ თავდასხმას
ირაკლი კობახიძე: საგარეო პოლიტიკაში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა, ევროკავშირში შესვლა გვინდა ჩვენი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებით
ირაკლი კობახიძე: წლის ბოლოს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას ალტერნატივა არ აქვს, ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს მიმართ
ირაკლი ღარიბაშვილი: უნიკალური ქართული გამოცდილების არსია, რომ პირველ რიგში ჩვენი ეროვნული ინტერესები დავიცვათ. ახალი წესრიგი თანასწორობას, მშვიდობისკენ სწრაფვას და ყველა ერის თვითმყოფადობის პატივისცემას უნდა დაეფუძნოს
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველამ ერთად დღევანდელი შეკრებით ვთქვით, რომ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას, მშვიდობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს, იცოდეს ყველამ, საქართველოში არასოდეს დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ „მამული, ენა და სარწმუნოება“
არქივი