მამუკა მდინარაძე: ამ კანონით არ ხდება არანაირი შეზღუდვა ან აკრძალვა, ეს ინფორმაცია თითოეულ მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
31 16 აპრილი 2024, 16:51

ეს კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და ერთადერთ ვალდებულებას, რომ შესაბამის რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ეს ვალდებულება გაჩნდება უცხოეთიდან 20%-იანი დაფინანსების შემთხვევაში მედია და ენჯეო ორგანიზაციებზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს კანონი არ ითვალისწინებს რაიმე სახის შეზღუდვას ან აკრძალვას და ამის შესახებ თითოეული მოქალაქე უნდა იყოს ინფორმირებული.

„მე მინდა სხვისი სიტყვებით დავიწყო ჩემი მოხსენება: „ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელიც ევროკავშირისგან იღებს დაფინანსებას, უნდა გაამჟღავნოს როგორ იყენებენ ამ თანხებს, ეს მოთხოვნა უნდა გავრცელდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა დაფინანსებაც ჯერჯერობით მხოლოდ შეზღუდულ შემოწმებას ექვემდებარება“, - ამის შესახებ ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია. ეს გახლავთ იანვრის თვის ანგარიში. მანამდე, მოგეხსენებათ, რომ ევროდირექტივის სახით ანალოგიურ სფეროსთან დაკავშირებულ რეგულაციებზე დარეგისტრირდა დირექტივა, რომლის მიხედვითაც რეგულირება არის გაცილებით მკაცრი, ვიდრე ჩვენი კანონპროექტია. სანამ ჩვენს თხოვნას შეასრულებენ ჩვენი ოპონენტები ამასთან დაკავშირებით რომ ერთი მუხლი ან პუნქტი თქვან, რა არის არაქართული, ან ეროვნული ინტერესებიდან რა არ გამომდინარეობს, ან მითუმეტეს რა არის რუსული, მინდა თითოეულ საკითხს გავყვე. მანამდე ვისაუბრე იმაზე, რომ ეს კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება და ერთადერთ ვალდებულებას, რომ შესაბამის რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ეს ვალდებულება გაჩნდება უცხოეთიდან 20%-იანი დაფინანსების შემთხვევაში მედია და ენჯეო ორგანიზაციებზე. სხვა ვალდებულება არ არის, აგრეთვე არ არის არანაირი შეზღუდვა ან აკრძალვა და ეს თითოეულ მოქალაქემდე უნდა მივიტანოთ, რომლებიც აპროტესტებენ ან არ აპროტესტებენ ამ კანონს, არამხოლოდ ამ პროტესტის გასანეიტრალებლად, არამედ უფრო მეტად იმისთვის რომ თითოეული ადამიანი იყოს ინფორმირებული, რამდენად მართლები ვართ ამ ბრძოლაში“, - განაცხადა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც ამ 4 წლის განმავლობაში გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და გამოცდილება, ყველაზე რთულ მომენტებში, საზოგადოების თანადგომამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეცვა ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არ დაგვეშვა ქვეყნის არევა
ბიძინა ივანიშვილი - ჩვენ კვლავაც გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა ავასრულოთ ილია ჭავჭავაძის შეგონება, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს“. ამიტომ, პრინციპულად და თავდადებით, პირადად მე, განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად
ბიძინა ივანიშვილი: არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან 2 ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა
ბიძინა ივანიშვილი - არადემოკრატიული წესით, გარედან დანიშნული ადამიანების მმართველობამ მკაფიოდ დაგვანახა, თუ რამდენად მძიმეა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი
ბიძინა ივანიშვილი - მერაბ კოსტავა გვაფრთხილებდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“- მერაბ კოსტავას ეს შეგონება თითოეულ ფეხის ნაბიჯზე კარგად უნდა გვახსოვდეს
არქივი