ეკა გიგაური: შევეცდებით აქციის მონაწილეებს ჯარიმების გადახდაში დავეხმაროთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
30 16 აპრილი 2024, 10:43
ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში წამყვანის, ეკა კვესიტაძის მიერ დასმულ კითხვაზე, აქციაზე დაკავებულებისთვის ჯარიმების გადახდის შემთხვევაში იქნება თუ არა დახმარება, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური აცხადებს, რომ ყველანაირად შეეცდებიან დახმარებას.

„ჯერ სასამართლო პროცესები და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა, შევეცდებით ყველანაირად დავეხმაროთ“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

ჯარიმების საკითხზე ასევე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა და განაცხადა, რომ საზოგადოების ერთობლივი მცდელობით ჯარიმების გადახდა დაუძლეველი პრობლემა არ არის.

„გასული მიტინგებიდან გამომდინარე უკვე იცის ხალხმა, რომ სოლიდარობა მაღალია და ეს [ჯარიმების გადახდა] არ არის დაუძლეველი პრობლემა, საზოგადოების ერთობლივი მცდელობით“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, აქციაზე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის, სამართალდამცველების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და შეურაცხყოფისთვის 14 ადამიანი დააკავა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: სტიგმატიზაციაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას უწოდებენ რუსულს, პუტინისტურს, აქედან ჩანს, რომ ყველაფერი, რასაც ამბობენ, სინამდვილეში ფარსია
ირაკლი კობახიძე: როცა მთხოვ დეპოლარიზაციას, ნუ მიფინანსებ აქ პოლარიზაციას
ირაკლი კობახიძე: დაფინანსება თუ იქნება გამჭვირვალე, დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე გამუდმებულ თავდასხმას
ირაკლი კობახიძე: საგარეო პოლიტიკაში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა, ევროკავშირში შესვლა გვინდა ჩვენი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებით
ირაკლი კობახიძე: წლის ბოლოს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას ალტერნატივა არ აქვს, ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს მიმართ
არქივი