დევიდ კემერონის განცხადებით, თუ ბრიტანული ავიაცია უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში დაეხმარებოდა, ეს კონფლიქტის სახიფათო ესკალაცია გახდებოდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
29 16 აპრილი 2024, 10:19
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დევიდ კემერონის განცხადებით, თუ ბრიტანული ავიაცია უკრაინას რუსული დრონების ჩამოგდებაში დაეხმარებოდა, ეს კონფლიქტის სახიფათო ესკალაცია გახდებოდა. ამის შესახებ მან რადიო LBC-სთან განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ გასულ დღეებში ბრიტანულმა ავიაციამ ისრაელის თავზე რამდენიმე ირანული დრონი ჩამოაგდო.

„ჩვენ როგორც ერთმა ცალკე აღებულმა ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად ყველაზე მეტი გავაკეთეთ. გადავამზადეთ 60 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო, პირველებმა გადავეცით მათ ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, შორი მოქმედების არტილერია და ტანკები.

თუმცა, თუ გსურს, თავი აარიდო ესკალაციას და ევროპაში ომის გაფართოებას, პირველ რიგში, არ უნდა დაუშვა, რომ ნატოს ჯარები პირდაპირ კონტაქტში შევიდნენ რუსულ ჯარებთან. ეს კონფლიქტის სახიფათო ესკალაცია გახდებოდა“, - აღნიშნა კემერონმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
ირაკლი კობახიძე: ყველამ კეთილი ინებოს და როდესაც ატარებს უცხოური ძალების ინტერესებს საქართველოში, ამ ფაქტის კონსტატაციას შეეგუოს, ასე მუშაობს სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს
ირაკლი კობახიძე: სტიგმატიზაციაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას უწოდებენ რუსულს, პუტინისტურს, აქედან ჩანს, რომ ყველაფერი, რასაც ამბობენ, სინამდვილეში ფარსია
ირაკლი კობახიძე: როცა მთხოვ დეპოლარიზაციას, ნუ მიფინანსებ აქ პოლარიზაციას
არქივი