ანრი ოხანაშვილმა რომან გოცირიძე დარბაზიდან გააძევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 15 აპრილი 2024, 18:17

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს დაატოვებინეს. ამჯერად, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა რომან გოცირიძე გააძევა.

„იმეორებთ ერთი და იმავეს. ვალდებული ვარ, ერთი და იგივე კითხვების გამეორების შემთხვევაში, მოვხსნა შეკითხვა. დროს ნუ წელავთ, გარეთ გაბრძანდით, დატოვეთ დარბაზი, გაძევებული ბრძანდებით“, - მიმართა მან რომან გოცირიძეს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობს. დეპუტატებს კანონპროექტის დეტალები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო.

კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე: სტიგმატიზაციაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას უწოდებენ რუსულს, პუტინისტურს, აქედან ჩანს, რომ ყველაფერი, რასაც ამბობენ, სინამდვილეში ფარსია
ირაკლი კობახიძე: როცა მთხოვ დეპოლარიზაციას, ნუ მიფინანსებ აქ პოლარიზაციას
ირაკლი კობახიძე: დაფინანსება თუ იქნება გამჭვირვალე, დონორებსაც გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის დაფინანსება, რაც უკავშირდება რევოლუციების ორგანიზებას, ეკლესიაზე გამუდმებულ თავდასხმას
ირაკლი კობახიძე: საგარეო პოლიტიკაში ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია ევროკავშირში ინტეგრაცია, თუმცა, ევროკავშირში შესვლა გვინდა ჩვენი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტით და ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებით
ირაკლი კობახიძე: წლის ბოლოს საქართველოსთვის მოლაპარაკებების გახსნას ალტერნატივა არ აქვს, ევროკავშირმა უნდა დაიცვას სამართლიანობა ქართული საზოგადოების და ქართული სახელმწიფოს მიმართ
არქივი