ანრი ოხანაშვილმა პაატა მანჯგალაძეს, ხატია დეკანოიძეს, ლევან ხაბეიშვილსა და გიორგი ვაშაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
33 15 აპრილი 2024, 17:42

ხმაურით გრძელდება იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, რომელზეც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ამჯერად, სხდომათა დარბაზიდან კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატები: პაატა მანჯგალაძე, ხატია დეკანოიძე, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე გააძევა.

ანრი ოხანაშვილის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მათი მხრიდან თავხედობა და ყვირილია.

„არაერთხელ მოგიწოდეთ წესების დაცვისკენ. არაერთგზის დაარღვიეთ“, - აღნიშნა მან.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დილიდან მიმდინარეობს. დეპუტატებს კანონპროექტის დეტალები „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააცნო. კითხვებზე პასუხის გაცემის პროცესში კანონპროექტის განხილვა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
ირაკლი კობახიძე: ყველამ კეთილი ინებოს და როდესაც ატარებს უცხოური ძალების ინტერესებს საქართველოში, ამ ფაქტის კონსტატაციას შეეგუოს, ასე მუშაობს სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს
ირაკლი კობახიძე: სტიგმატიზაციაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას უწოდებენ რუსულს, პუტინისტურს, აქედან ჩანს, რომ ყველაფერი, რასაც ამბობენ, სინამდვილეში ფარსია
ირაკლი კობახიძე: როცა მთხოვ დეპოლარიზაციას, ნუ მიფინანსებ აქ პოლარიზაციას
არქივი