ანრი ოხანაშვილი „საიას" თავმჯდომარეს: ქალბატონო ნონა, დაგმობა ხომ არ გინდათ იმის, რაც გააკეთა ელისაშვილმა? უფლებების დაცვაზე რომ ზრუნავთ და რეაქცია რომ არ გქონდათ, ეს არის უბედურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 15 აპრილი 2024, 16:33

ქალბატონო ნონა, გამიჯვნა ხომ არ გინდათ და დაგმობა იმის, რაც გააკეთა ელისაშვილმა? რეაქცია რომ არ გქონდათ, ეს რაზე მეტყველებს იცით? უფლებების დაცვაზე რომ ზრუნავთ და რეაქცია რომ არ გქონდათ, ეს არის უბედურება, - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნონა ქურდოვანიძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

ქურდოვანიძის თქმით, დილიდან კანონპროექტის განხილვაზე იმყოფება და კითხვაზე პასუხის გაცემა სურს.

„ვინ გითხრათ რომ არ გვქონდა რეაქცია? განცხადების გავრცელებისთვის, დილიდან ვსხედვართ აქ. კარგი ახლა, თუ კითხვა დამისვით, გიპასუხებთ და თუ დაკითხვას მიწყობთ სხვა საკითხია“,- განაცხადა ქურდოვანიძემ.

ოხანაშვილმა სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ საია-ს თავმჯდომარეს ელისაშვილის მიერ მამუკა მდინარაძეზე თავდასხმის გამო, განცხადების გაკეთება არ მოუთხოვია. მისივე თქმით, კონკრეტულ საკითხებზე ისეთი გადაფარება ხდება, რომ შესაძლოა, საგამოძიებო კომისიის შექმნა გახდეს საჭირო და დაკითხვაზე ამის შემდეგ შეიძლება საუბარი.

„ერთი არ მოგითხოვიათ, რომ განცხადების გავრცელება გსურდათ, ძალიან სამწუხაროა. ახლა რაც არ უნდა ისაუბროთ, ფასი არ აქვს თქვენს განცხადებას. აქ ისე ხდება გადაფარება რაღაც საკითხებზე და არ ვიცი იმის უკან რა შეიძლება იდგეს - აქ შავი ფული შემთხვევით არ არის ნახსენები, რომ არ ვიცი, შეიძლება ერთი საგამოძიებო კომისია იყოს საჭირო ამ ყველაფრისთვის და დაკითხვაზე მერე შეგვიძლია საუბარი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მართავს ერთ მუშტად შეკრული პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც იცის სამშობლოს ფასი, ურეიტინგო „ნაციონალებისა“ და „ენჯეოების“ ხელით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია
გივი თარგამაძე - არჩევნების შემდეგ ვინ აგებს პასუხს, ვინ გახეხავს პარაშას, მაგას დაგანახებთ
ირაკლი კობახიძე - კეზერაშვილმა კვიპროსში თქვა, რომ დაგეგმილი აქვს საპარლამენტო არჩევნებისთვის 45 მლნ დოლარის მობილიზება, საიდანაც 15 მლნ „ენჯეოებისთვის“ გამოყოფილი ფულია
ირაკლი კობახიძე: ყველამ კეთილი ინებოს და როდესაც ატარებს უცხოური ძალების ინტერესებს საქართველოში, ამ ფაქტის კონსტატაციას შეეგუოს, ასე მუშაობს სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სუვერენიტეტს და ეროვნულ ინტერესებს
ირაკლი კობახიძე: სტიგმატიზაციაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებას უწოდებენ რუსულს, პუტინისტურს, აქედან ჩანს, რომ ყველაფერი, რასაც ამბობენ, სინამდვილეში ფარსია
არქივი