ირაკლი კობახიძე - ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია მაქვს, არსებითად ეს არის სატელეფონო საუბარი - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
57 29 მარტი 2024, 17:26

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს. აღნიშნულით კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, თუ როდის და სად ნახა მან ბიძინა ივანიშვილი. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართულია.

„ბატონ ბიძინა ივანიშვილთან რეგულარული კომუნიკაცია მაქვს, არსებითად ეს არის სატელეფონო კომუნიკაცია, შესაბამისად, ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, როგორც პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი, პოლიტიკურ პროცესებშია ჩართული. შესაბამისად, ყველაფერი აბსოლუტურად ნათელია. ჩვენი შიდა საქმეა, ჩვენ რაზე ვსაუბრობთ გუნდის შიგნით, რაზე საუბრობს მაგალითად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე პარტიის სხვა ლიდერებთან, ჩვენი შიდა სამზარეულო ჩვენი შიდა საქმეა. მერწმუნეთ, ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც პარტიის წესდებითაა გათვალისწინებული. ბატონი ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარეა, მთავარი პოლიტიკური მრჩეველია, სწორედ ამ რეჟიმში წარიმართება პოლიტიკური პროცესები ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ილია დარჩიაშვილი დღეს ევროკავშირის საბჭოს ბელგიის თავმჯდომარეობის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას
დღეს, რუსთაველზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიკრიბებიან
ნიკუშა შენგელაია: პატივისცემით თუ არ მიგიღეს ოჯახში, რა გინდა იმ ოჯახში? შენს კულტურას, ისტორიას, ერს რომ სცემენ პატივს, მერე გეთქმის სიტყვა. თუმცა, ეს არანაირად არ შეუშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანებას
ზურა ხაჩიძე: ძალიან კარგად დაინახავს ხვალ მსოფლიო და შიდა და გარე მტრები, რომ ქართული სახელმწიფო ისე, როგორც არასოდეს ფეხზე დგას
მამუკა მდინარაძე: ქართველს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? პოლიციელმა დროშა სამხედრო პატივით აიღო, დაკეცა პროტოკოლური წესით, პატივით და ისე მიაწოდა დემონსტრანტებს
არქივი