ნიკუშა შენგელაია: პატივისცემით თუ არ მიგიღეს ოჯახში, რა გინდა იმ ოჯახში? შენს კულტურას, ისტორიას, ერს რომ სცემენ პატივს, მერე გეთქმის სიტყვა. თუმცა, ეს არანაირად არ შეუშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანებას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
43 29 აპრილი 2024, 06:16

ჩვენ გადავაბიჯეთ უკვე იმ ზღვარს, რომ რევოლუციებით იცვლება ხელისუფლებები. ავედით დემოკრატიის იმ საფეხურზე, რომელსაც ჰქვია ცვლილება არჩევნებით, - ამის შესახებ მხატვარმა ნიკუშა შენგელაიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ესმის, რომ რეიტინგების მიხედვით მათი ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი შანსი რევოლუციური სცენარის გათამაშებაა. მან ასევე შეაფასა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით.

„დააკარგვინე ერს იდენტობა, ისტორია, რწმენა, ღირსება და მერე ხდები მონა და ვასალი ყველამ იმ დიდი ქვეყნისა, რაც არის. არ ვიცი ეს თუ უნდათ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმ ტრიადის [მამული, ენა, სარწმუნოება] დაცვა, რომელშიც ჩარევის მცდელობა იყო.

ეს ტრიადა, თუ არ გაქვს, უკვე პატივს არ გცემს არავინ და პატივისცემით თუ არ მიგიღეს ოჯახში, რა გინდა იმ ოჯახში? შენს კულტურას, შენს ისტორიას, შენს ერს რომ სცემენ პატივს, მერე გეთქმის სიტყვა, მერე იზრუნებენ შენს ქვეყანაზე. თუმცა, ეს არანაირად არ შეუშლის ხელს ევროკავშირში გაწევრიანებას, იმიტომ რომ ევროკავშირის პარლამენტი კარდინალურად შეიცვლება“, - აღნიშნა შენგელაიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვართ მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული დეპუტატები და გვაქვს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც, რომ კანონი მივიღოთ
ირაკლი ზარქუა: კუბილიუსებისა და ფოტიგების გაგრძელებაა ეს როთი და ჟიგიმანტასი - „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია მათ აფინანსებთ და რას უნდა ველოდოთ?!
ანრი ოხანაშვილი ქართულ ეკლესიაზე მიხაელ როთის თავდასხმაზე: კეთილი ინებონ და პატივი სცენ ჩვენს საზოგადოებას, ეკლესიასა და რწმენას
გივი მიქანაძე როთის განცხადებაზე: ჩვენმა საზოგადოებამ ალბათ კიდევ ერთხელ დაინახა თუ რა არის ამ ადამიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი. ეს არის ეკლესიაზე თავდასხმა
შალვა პაპუაშვილი: ანტისამთავრობო მიტინგზე გამოდიან უცხოელები, იმ მიტინგზე, რომელიც დაფინანსებულია მათი NGO-ების მხრიდან, საქართველოს ისტორიაში ეს პირველად ხდება
არქივი