მამუკა მდინარაძე: ქართველს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს? პოლიციელმა დროშა სამხედრო პატივით აიღო, დაკეცა პროტოკოლური წესით, პატივით და ისე მიაწოდა დემონსტრანტებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 29 აპრილი 2024, 06:13

ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რამდენჯერ უნდა გამოცადონ პოლიციელების ნერვები და პატრიოტიზმი?!

ქართველ კაცს რატომ უნდა მოუვიდეს აზრად, დროშა დააგდოს ძირს, რომ იქნებ სპეცრაზმელმა ფეხი დააბიჯოს, იქნებ პოლიციელმა ფეხი დააბიჯოს. რამდენად ამაყი და მაგარი ბიჭები გვყავს - შარშანაც დაუფინეს ასე, დააგდეს დროშა, შეურაცხყოფა მიაყენეს. აიღო პოლიციელმა და აკოცა. წელს დაუფინეს, მივიდნენ პოლიციელები, გამოეყვნენ თავის გუნდს, სამხედრო პატივით, ორმა, სამმა ადამიანმა აიღო, დაკეცა პროტოკოლური წესით, პატივით და ისე მიაწოდა დემონსტრანტებს. რამდენჯერ უნდა გამოცადონ ამ ადამიანების ნერვები და პატრიოტიზმი?! არ უნდა იკადრონ ასეთ რაღაცები.

ხვალ ნახავენ ქართველი ხალხის ძალას. კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან იმაში, რისიც ძალიან ეშინიათ. პატრიოტიზმი არ არის, რომ უარგუმენტოდ რაღაცას რუსული ეძახო. პატრიოტიზმი არის შენი ქვეყნის რეალურ დამოუკიდებლობაზე და რეალურ ევროპულობაზე იფიქრო, საქმე აკეთო და არა შენი ქვეყნის საბოტაჟით იყო დაკავებული, როგორც არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს მდიდარი „ენჯეოები“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი მსხილაძე - ვეტოში არ იქნება კანონის გაკეთილშობილების შესაძლებლობა, მისი შეცვლა ან გაპატიოსნება ვერ მოხერხდება, ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნასაც
იაგო ხვიჩია - ოპოზიციის ბოიკოტს იმას ვამსგავსებ, ვახტანგ მეგრელიშვილი მოწევას რომ თავს ანებებს და როგორც წესი, ეს სულ რამდენიმე კვირა გრძელდება
იაგო ხვიჩია - არ მესმის, რას ნიშნავს, როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ მოტივირებულ შენიშვნებს არ დაწერს, ეს სისულელეა
საქართველოს პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსთან“ დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტო დაძლია
ანრი ოხანაშვილი: რადიკალები გულწრფელ პროტესტს იყენებენ რადიკალური პოლიტიკური ინტერესებისთვის
არქივი