გარემოს ეროვნული სააგენტო: ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება, რაც ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებითაა განპირობებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 29 მარტი 2024, 12:24

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.

მათივე ინფორმაციით, ტრანსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
„იმედის“ ჟურნალისტი ლანა პოღოსოვა, რომელიც პარლამენტის შენობასთან ჭყლეტაში მოყვა, კლინიკაშია გადაყვანილი
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
თბილისის მერია - აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტთან იმყოფებიან, არის არასანქცირებული, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან
არქივი