29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 29 აპრილი 2024, 02:19

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარლამენტში აცხადებენ, 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე.

„„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების (კომიტეტების სხდომების) დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოზარ სუბარი პრეზიდენტის ვეტოზე: თუ არ იქნება მოტივირებული შენიშვნები, ეს არ იქნება ვეტო - ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება
არჩილ გორდულაძე: დიახ, ეკლესია არის ქართველი ხალხის სადარაჯოზე, ისევე როგორც ეროვნული ხელისუფლება იქნება ქართველი ხალხის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის სადარაჯოზე
სოზარ სუბარი: წარმოიდგინეთ საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს გერმანიაში ან ლიეტუვაში, გავიდეს მიტინგზე, სადაც მთავრობის დამხობას ითხოვენ და გააკეთოს მომიტინგეთა მხარდამჭერი განცხადებები
მარიამ ლაშხი - ძალადობა და ძალადობის წახალისება არა ქართული, არა ევროპული ღირებულებაა, მით უმეტეს საკანონმდებლო ორგანოში, რომელიც მაგალითის მიმცემი უმაღლესი სტრუქტურაა ქვეყანაში
ლევან ხაბეიშვილი - წინ გველოდება ძალიან მძიმე ბრძოლა, ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის ბრძოლა, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა შეასრულონ ხალხის დაკვეთა
არქივი