თბილისის მერია - აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტთან იმყოფებიან, არის არასანქცირებული, მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
37 29 აპრილი 2024, 00:26

არსებობს კანონის შესაბამისი გაფრთხილება, რომ 27 აპრილიდან 30 აპრილამდე, „ქართულ ოცნებას“ დაკავებული აქვს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის სცენა, მონტაჟდება ეკრანები და სხვადასხვა აპარატურა, – ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 22 აპრილს თბილისის მერიას წერილით მიმართა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით.

„შეკრების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა დაგეგმეს სამზადისის დაწყება სამი დღით ადრე და მოითხოვეს კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიების გატარება.

არსებობს კანონის შესაბამისი გაფრთხილება, რომ 27 აპრილიდან 30 აპრილამდე, „ქართულ ოცნებას“ დაკავებული აქვს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის სცენა, მონტაჟდება ეკრანები და სხვადასხვა აპარატურა.

თბილისის მერიამ დილითვე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ 29 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილებაც. შესაბამისად, აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული. მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მისცენ 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა“, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები რკინის ღობის მოხსნას ცდილობენ
ნათია თურნავა: საქართველომ, როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, წელს პირველად მიიღო მონაწილეობა ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში
თეა წულუკიანი: ჩვენ გვაქვს ძლივს შექმნილი სახელმწიფო, რომლის შექმნაშიც სისხლი ჩაიდო. ამას გაფრთხილება სჭირდება, თუნდაც ჩვენ ვიყოთ ბულინგის, შეურაცხყოფის და ასეთი უსაფუძვლო კრიტიკის მსხვერპლი
ეკა სეფაშვილი: მივმართავ მოსახლეობას, ნუ შეგეშინდებათ - ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი - ეს ის მიღწევებია, რომლებსაც ბოლომდე დავიცავთ
შსს: მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება
არქივი