მოსამართლე გიორგი ებანოიძე: არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ვეტინგის მომხრე ვარ, პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, მიუღებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 28 მარტი 2024, 17:43

არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ე.წ. ვეტინგის მომხრე ვარ და იგივე აზრზე ვარ ამჟამადაც-ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ებანოიძე სოციალურ ქსელში წერს.

მოსამართლე ებანოიძე „ნეტგაზეთის“ მიერ გამოქვეყნებულ იმ სტატიას გამოეხმაურა, სადაც მოსამართლეები აფასებენ ევრო რეკომენდაციას, რომელიც სასამართლო სისტემაში საკვანძო თანამდებობებზე განწესებულ პირთა კეთილსინდისიერების ხელახლა შემოწმების მექანიზმს გულისხმობს.

გიორგი ებანოიძე აღნიშნავს, რომ მისი კომენტარის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა, რის გამოც კიდევ ერთხელ განმარტავს, მას არასდროს უთქვამს, რომ ე.წ. ვეტინგის მომხრე ყოფილიყოს.
მისივე თქმით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, მისთვის, როგორც მოსამართლისთვის, მიუღებელია.

„სამწუხაროდ, ჩემი კომენტარის შეგნებულად არასწორად ინტერპრეტაციის გამო, აქაც დავწერ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს აღარ გავაკეთებ. არასოდეს მითქვამს, რომ რაიმე ფორმით ე.წ. ვეტინგის მომხრე ვარ და იგივე აზრზე ვარ ამჟამადაც. პირიქით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც კანონმდებლობის ფარგლებს სცილდება, ჩემთვის, როგორც მოსამართლისთვის მიუღებელია“-წერს მოსამართლე გიორგი ებანოიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
„ბოლერო ჯგუფის“ გენერალური დირექტორი: ქვეყანაში, რომელიც აშენებს თანამედროვე დემოკრატიულ და სამართლის პრინციპებზე დამყარებულ სახელმწიფოს, გამჭვირვალობის უმაღლესი ხარისხი უნდა არსებობდეს
გიორგი ვოლსკი: სენატორებმა არ იციან, რომ ოთხი სასამართლო მოვუგეთ რუსეთს და უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში შეტანილ საჩივარს მოვაწერეთ ხელი
ირანმა და ჩინეთმა სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილეს
თეოლოგი საპატრიარქოს განცხადებაზე: აქ ეკლესიამ საკუთარი აზრი კიდევ ერთხელ გამოთქვა
ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: რამდენიმე თვე მოვიცადოთ და ამერიკაში მოქმედი კანონით გავიგებთ ვინ დააფინანსა, ისევ გიული ალასანიამ, თუ გვარამიაც შეეხიდა
არქივი