ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: რამდენიმე თვე მოვიცადოთ და ამერიკაში მოქმედი კანონით გავიგებთ ვინ დააფინანსა, ისევ გიული ალასანიამ, თუ გვარამიაც შეეხიდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
39 27 აპრილი 2024, 17:28
რამდენიმე თვე მოვიცადოთ და ამერიკაში მოქმედი კანონით FARA რომაა, გავიგებთ ვინ დააფინანსა ეს რეზოლუცია, ისევ გიული ალასანიამ, თუ გვარამიაც შეეხიდა, - ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტის რეზოლუციას.

„ფინანსების ღიაობა და გამჭვირვალობა თურმე ევროპული არ არის. მოგიწოდებთ, რამდენიმე თვე მოვიცადოთ და ამერიკაში მოქმედი კანონით FARA რომაა, გავიგებთ ვინ დააფინანსა ეს რეზოლუცია. წინა ხომ ვნახეთ, გიული ალასანიამ მილიონი დოლარით რომ დააფინანსა ამერიკელი ლობისტები და შემდეგ მათ რომ დაწერეს წერილები და რეზოლუცია. ეს გაიშიფრა. ახლაც ვნახოთ, ისევ გიული ალასანიამ [დააფინანსა რეზოლუცია], თუ გვარამიაც შეეხიდა, რომელიც იქ [ევროპარლამენტში] იჯდა. ძირითადი 12 ადამიანი, რომელიც კურირებს ამ რეზოლუციას, ესენი არიან არა საქართველოს მეგობრები, არამედ აგერ, მწვალებელთა პარტიის და სააკაშვილის მეგობრები“, - აღნიშნა ზარქუამ.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს, რომელიც სავალდებულო ხასიათის არ არის, 425-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პარლამენტი დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება
უჩა აბაშიძის დედა ლია თოდუა აცხადებს, რომ სახლში ამოღებული იარაღი, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტო ავრცელებს, ძირითადად სათამაშოა - სათამაშო თოფები და ტყვიები
ასე იქცა ივანიშვილი იმ რეჟიმის გაგრძელებად, რომელიც ქართველმა ხალხმა, მასთან ერთად, 2012 წელს მოიშორა
სახალხო დამცველის აპარატი - თვალყურს ვადევნებთ ბლოგერ და სამხედრო ჟურნალისტ უჩა აბაშიძესთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებს
საქართველო „ევროვიზიის“ ფინალშია
არქივი