საქართველო „ევროვიზიის“ ფინალშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 10 მაისი 2024, 01:31

საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე ევროვიზიის ფინალში იმღერებს.

ევროვიზია 2024-ის მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართა, რომელზეც 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა მაყურებლის წინაშე. საქართველოს წარმომადგენელი, ნუცა ბუზალაძე დღევანდელ საღამოზე მე-11 ნომრად გამოვიდა და საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია, ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი.

წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ხმის მიცემაში ჟიური არ მონაწილეობს.

ევროვიზია 2024-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში, ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვედეთი ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.

11 მაისს ევროვიზია 2024-ის ფინალის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა
ირაკლი კობახიძე ექიმისა და მეცნიერის, გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონზე ვადაზე ადრე ვეტოს დადებით პრეზიდენტმა ცივი წყალი გადაასხა ყველა უცხოელ პარტნიორს
სოზარ სუბარი: ეს ცვლილებები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, რამდენად აუცილებელი და სავალდებულოა ამ ცვლილებების მიღება ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის თვალსაზრისით?
მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: პრეზიდენტი რომ ხარ და მასპინძელი და უცხოელებთან შეხვედრაზე კუთხეში დადგები, ე.ი შენ არ ხარ მასპინძელი
არქივი