პარლამენტი დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას უკავშირდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
36 10 მაისი 2024, 09:26

პარლამენტი დღეიდან იმ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების განხილვას უბრუნდება, რომლის მომზადება მმართველი გუნდის განმარტებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკავშირდება.

დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც მეორე მოსმენით - მუხლობრივად “სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 09:00 საათზეა ჩანიშნული.

„აწყვეტილი პროპაგანდის და სიცრუის ნიაღვარის ფონზე ჩვენ ვუბრუნდებით ევროპულ დღის წესრიგს, პარლამენტში განვიხილავთ ევროკავშირთან დასაახლოებელ კანონპროექტებს 9 ნაბიჯიდან გამომდინარე. ამ გზაზე მიზანდასახულად მივდივართ წინ, საკითხები გავლილი და დამუშავებულია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკოს თავმჯდომარემ მე-12 გლობალური ფორუმის ფარგლებში საქართველოს გამოცდილებაზე ისაუბრა
ირაკლი კობახიძე ექიმისა და მეცნიერის, გულიკო ჩაფიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონზე ვადაზე ადრე ვეტოს დადებით პრეზიდენტმა ცივი წყალი გადაასხა ყველა უცხოელ პარტნიორს
სოზარ სუბარი: ეს ცვლილებები თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება, რამდენად აუცილებელი და სავალდებულოა ამ ცვლილებების მიღება ევროკავშირში წევრობის პერსპექტივის თვალსაზრისით?
მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილზე: პრეზიდენტი რომ ხარ და მასპინძელი და უცხოელებთან შეხვედრაზე კუთხეში დადგები, ე.ი შენ არ ხარ მასპინძელი
არქივი