გიორგი ვოლსკი: სენატორებმა არ იციან, რომ ოთხი სასამართლო მოვუგეთ რუსეთს და უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში შეტანილ საჩივარს მოვაწერეთ ხელი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 27 აპრილი 2024, 17:59

სენატორებმა ისიც არ იციან, რომ ოთხი სასამართლო მოვუგეთ რუსეთს და უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში შეტანილ საჩივარს მოვაწერეთ ხელი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“ სენატორების წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

„სააკაშვილმა 2006 წელს ფაქტობრივად დაშალა ყველა მოლაპარაკების ფორმატი [რუსეთთან] და გადავიდა გარკვეულ სტრატეგიულ გეგმაზე, რომლითაც ისარგებლა რუსეთმა. ეს არ იციან ამ სენატორებმა, რომლებიც დღეს წერილს აგზავნიან. სენატორებმა ისიც არ იციან, რომ ოთხი სასამართლო მოვუგეთ რუსეთს და უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ჰააგაში შეტანილ საჩივარს მოვაწერეთ ხელი. ისიც არ იციან, რომ სააკაშვილმა ხელი მოაწერა იმას, რომ რუსეთმა კი არ დააშავა, საქართველომ დააშავა და ამიტომ, რუსეთი იძულებული გახდა საპასუხო ნაბიჯები გადმოედგა“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - დღემდე არ მომისმენია არც ერთი დონორის ბოდიში ან მოწოდება საკუთარი NGO-ს მიმართ და არც ერთი საელჩოსი, რომლის დაფინანსებული NGO-ებიც მოუწოდებენ ისეთი ქმედებებისკენ, რაც იწვევს ძალადობას
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
ლევან ნიკოლეიშვილი-სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც ქართველ სამხედროებს დააბრალა 2008 წლის ომის დაწყება, ეწინააღმდეგებოდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, არა მარტო მორალისგან, არამედ საღი აზროვნებისგან დაცლილის შთაბეჭდილებას ტოვებს
ომბუდსმენის რწმუნებულებმა გასული ღამის განმავლობაში რვა პირი მოინახულეს, მათ შორის, ბლოგერი უჩა აბაშიძე, რომელიც ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე მიუთითებდა
გურამ მაჭარაშვილი პრემიერის წერილზე: გვახსოვს თაობათა შორის დაპირისპირება, პრემიერის ეს წერილი ამ მხრივაც ნიშანდობლივია - გულწრფელი ახალგაზრდების იმ ნაწილს მიმართავს, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი
არქივი