პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
38 28 მარტი 2024, 13:05

პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს. წარმოდგენილი ინფორმაცია მოიცავდა 2023 წლის საქმიანობის ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა დასაცავი პირების და ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოში სტუმრად მყოფი მაღალი რანგის სტუმრების დაცვითი ღონისძიების, სამსახურის ტექნოლოგიური და ინსტიტუციური განვითარების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით გადადგმული ნაბიჯები.

დეპუტატები ასევე გაეცნენ უწყების მიერ საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს და სამომავლო გეგმებს.

„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური მაღალი ეფექტიანობით გამორჩეული უწყებაა. მას შეუძლია დაცვითი ღონისძიებების სრული სპექტრის განხორციელება და აქვს პირადი დაცვის, ესკორტირების, სპეციალური დანიშნულების, ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური, ასევე მომზადებისა და გადამზადების კარგად განვითარებული შესაძლებლობები.

ჩვენ, კანონმდებლები, ვზრუნავთ იმაზე, რომ სამსახურზე ხორციელდებოდეს ეფექტიანი ზედამხედველობა, და ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს, რათა სამსახურს ჰქონდეს პროდუქტიული საქმიანობისთვის საჭირო საკანონმდებლო და ფინანსური მხარდაჭერა”, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის/ნდობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით ხვალ განიხილავს
"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი: ევროპარლამენტმა გასცა რეზოლუცია, რომ სახელმწიფომ შეაჩეროს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება - ეს ევროპა კი არ არის, ეს დაცილებულია ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს
„არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია: შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში ბიზნესი გამჭვირვალეა, ჩემი ღრმა რწმენით, ასევე მნიშვნელოვანია გამჭვირვალეობა ნებისმიერ სხვა სექტორში, მათ შორის არასამთავრობო სექტორში
არქივი