მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი: ევროპარლამენტმა გასცა რეზოლუცია, რომ სახელმწიფომ შეაჩეროს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის მიღება - ეს ევროპა კი არ არის, ეს დაცილებულია ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
34 28 აპრილი 2024, 14:59
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში რთული პროცესები მიმდინარეობს.

მან ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტის რეზოლუციაში არსებულ იმ ჩანაწერზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი კანონმდებლობის გაუქმებისკენ მოუწოდებს. ეპისკოპოსის თქმით, ქართული საზოგადოება თანხმდება, რომ სურს ევროინტეგრაცია, მაგრამ ამ ჩანაწერით ჩანს, რომ ევროპა დაცილებულია საკუთარ ქრისტიანულ ღირებულებებს.


„ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში, მე სიღრმეებში არ შევალ, მაგრამ ძალიან შემაძრწუნებელი და შემაშფოთებელი ერთი რამ: ჩვენ, ჩვენი ისტორიული არჩევანი, როგორც საზოგადოებაში ვთანმხდებით რომ არის ევროინტეგრაცია. პირველ რიგში ევროპა ჩვენთვის რა არის? - ქრისტიანულ ფესვებზე დაფუძნებული კულტურა. საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ რას, ევროპარლამენტმა გასცა რეზოლუცია, რომ სახელმწიფომ შეაჩეროს ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ რაიმე კანონის მიღება, მათთვის არის თურმე მიუღებელი. ეს ევროპა კი არ არის, ეს არის დაცილებული ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს.”- განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი: ამოცანა გვეკითხება - რამდენი ადამიანი ეტევა 9 ათას კვადრატულზე? აბა მარტივი IQ ტესტი
მამა შალვა კეკელია - რასაც მთელი ცხოვრება უარყოფდნენ და დაგვცინოდნენ 100 ათას მოწამეზე, რომ გამორიცხულია მაგ ადგილზე 100 ათასი კაცი როგორ დაეტეოდაო, გუშინ, ის ადამიანები, ვინც ეკლესიას ებრძოდნენ, თავისი პირით ამბობდნენ, თურმე იმ პატარა მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევა, არათუ 100 ათასი
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ნაწილი ნუცა ბუზალაძეს სოციალურ ქსელში აბულინგებს
შალვა პაპუაშვილი - არავის აქვს ექსკლუზივი, ისაუბროს ევროპულ ღირებულებებზე ქართველ ხალხთან, ქართველი ხალხი არის ევროპელი, ის, რაც ქართველების ინტერესშია, ის არის ევროპული მომავლის ინტერესში
პაველ ჰერჩინსკი - ჩვენ ვმუშაობთ ამ მთავრობასთან და ვიმუშავებთ საქართველოს ყველა დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან, რათა ქვეყანა წინ წავწიოთ ევროკავშირში ინტეგრაციისკენ
არქივი