ევროპის ძიუდოს კავშირმა 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ტატო გრიგალაშვილი დაასახელა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
32 28 აპრილი 2024, 16:34

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 2023 წლის საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად ევროპის ძიუდოს კავშირმა ტატო გრიგალაშვილი დაასახელა. ჯილდო ქართველ სპორტსმენს ევროპის ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა, ლასლო ტოთმა გადასცა.

აღსანიშნავია, რომ წლის საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი ძიუდოისტი – შალვა გურეშიძე, წლის საუკეთესო გუნდი კი საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები გახდა.

ტატო გრიგალაშვილი საუკეთესო ძიუდოისტად ზედიზედ მეორედ დასახელდა. ის 2023 წელს მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო შალვა გურეშიძემ ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მიიღო. ასევე, მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თბილისში ვიზიტით მყოფ ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდებიან
დავით ქართველიშვილი: არც ერთ იმ ევროპელ თუ ამერიკელ მაღალჩინოსანს, რომლის დესანტირება მოახდინა დღეს "გლობალური ომის პარტიამ" საქართველოში, ხელისუფლების წარმომადგენლები არათუ არ უნდა შეხვდნენ, არამედ ქვეყანაში შემოსაშვებიც კი არ არიან!
სოზარ სუბარი: პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს ის ვეტოს დაადებს - სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იქცა უბრალო სათამაშო იარაღად, „გლობალური ომის პარტიის“ ხელში“
ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან სპეცდანიშნულების რაზმი გაიყვანეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პარლამენტთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
არქივი