"შეზღუდვები იქნება ლოკალური, წერტილოვანი, სექტორული და არა საყოველთაო ლოკდაუნი", - ნათია თურნავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
161 26 ნოემბერი 2020, 18:16
ეკონომიკური ზემოქმედების თვალსაზრისით, ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი და ეპიდემია გაცილებით უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას, ვიდრე მოკლევადიანი და ლოკალური შეზღუდვები, რომლის შემდეგაც ჩვენ მოველით, რომ გადავტეხავთ ამ ტენდენციას და შევანელებთ ვირუსის გავრცელებას, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შეფასებისას.

"შეზღუდვები იქნება ლოკალური, რადგან კონკრეტულ ქალაქებში განხორციელდება; ასევე არასაყოველთაო, ანუ სექტორული – ის იქნება კონკრეტულ სექტორებზე მიმართული, რომლებიც, ტრადიციულად, ყველგან და არა მხოლოდ საქართველოში, უფრო მეტ მობილობას აგენერირებს. მაგალითად, ესაა არასასურსათო ვაჭრობა, ბაზრობები, რესტორნები, ზამთრის კურორტები,“ – განაცხადა მინისტრმა. 

ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის სექტორები, რომლებსაც მთავრობის ახალი გადაწყვეტილება შეეხება, საქალაქო ტრანსპორტის გარდა, მხოლოდ ნაწილობრივ იზღუდება.

„ეს ბიზნესები საქმიანობის სხვა ფორმაზე გადავლენ. მაგალითად, რესტორნები იმუშავებენ გატანის სერვისებით. იგივე ვაჭრობის ობიექტები გადავლენ ონლაინ ვაჭრობაზე და მიტანის სერვისზე, რაც უკვე აპრობირებული ფორმაა და ამისთვის ძირითადად, არიან მომზადებულები. ამავე დროს, გაგრძელდება საბითუმო ვაჭრობა და სხვა. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ადაპტაციის პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა, რომ შეზღუდვები იქნება კვლავაც ლოკალური, წერტილოვანი და სექტორული და არა საყოველთაო ლოკდაუნი,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
გია ცაგარეიშვილი: რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს
არქივი