პროკურატურამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა და დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
215 22 ნოემბერი 2020, 15:41

პროკურატურამ წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა.

"საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ლ.ზ.-ს ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. თბილისში, აკ. წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის" შენობაში შეიჭრა ლ.ზ. , რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.

ბრალდების მხარე სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თუ ღარიბაშვილს, პაპუაშვილს, კობახიძეს და ივანიშვილს არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება გასაგებია, თავი დაგვანებონ - ვისაც გვინდა გაგვატარეთ!
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება
გურამ მაჭარაშვილი - ევროკავშირში ნამდვილად არიან რაციონალურად მოაზროვნე, საქართველოს ნამდვილი მეგობრები და ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი არ დადგება
გია ცაგარეიშვილი: რაც შეიძლება აშშ-ში, ევროკავშირის სივრცეში, ის უნდა შეიძლებოდეს საქართველოშიც. რაც მათი მოქალაქეებისთვის არის საუკეთესო, ჩვენი მოქალაქეებისთვისაც საუკეთესო უნდა იყოს
არქივი