82
28 მაისი 2024, 18:35
ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს ისე, როგორც შეესაბამება ზუსტად დემოკრატიულ ქვეყანას. არეულობის მცდელობა და რაღაც რევოლუციური სცენარები არავის გამოადგება, - ასე გამოეხმაურა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჟოზეფ ბორელის განცხადებას.
„ბორელის ამ სიტყვებს შევადარებდი გამოთქმას, რაც ხშირად გვესმის ოპოზიციიდან - არა რუსულ კანონს. რა თქმა უნდა არა რუსულ კანონს, ეს [გამჭვირვალობის შესახებ] ქართული კანონია რაც ჩვენ გვაქვს და ჩვენ ჩავატარებთ არჩევნებს ისე, როგორც შეესაბამება ზუსტად დემოკრატიულ ქვეყანას. არეულობის მცდელობა და რაღაც რევოლუციური სცენარები არავის გამოადგება. არჩევნები არის ის რამაც უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის ბედი იმის მიხედვით, თუ რას დაუჭერს მხარს“, - აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს ერთგულების ტესტი ევროკავშირის მომავლის მიმართ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი კომისარი, ჟოზეფ ბორელი X-ზე წერს.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |