დავით ქართველიშვილი: რადგან მიკაელ როტის თაყვანისმცემლებმა ჩვენი "შეჩვენება" წმინდა წერილზე დაყრდნობით დაიწყეს, ჩვენც შევახსენოთ მათ სახარება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
90 28 მაისი 2024, 15:41
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი "ტაბულას" მიერ გამოქვეყნებულ ბანერს ეხმიანება, რომელზეც ფსალმუნიდან ციტატა წერია: „რამეთუ უწყის უფალმან გზაი მართალთაი და გზაი უღმრთოთაი წარწყმდეს.“ ანალიტიკოსი ლუკას სახარებას იხსნებს. „ეშმაკეული, წლობით ავი სულებით შეპყრობილი - სწორედ ფსევდოლიბერალიზმის ტყვეობაში მყოფ საქართველოს შეიძლება შევადაროთ.“- აღნიშნა ქართველიშვილმა. მისი თქმით, როგორც სახარებაში განიკურნა ეშმაკით შერპყრობილი, ასევე განიკურნება საქართველოც.
„რადგან მიკაელ როტის თაყვანისმცემლებმა ჩვენი "შეჩვენება" წმინდა წერილზე დაყრდნობით დაიწყეს, რა გაეწყობა, ჩვენც შევახსენოთ მათ სახარება. დღე არ გადის, საკუთარ ქონებაზე ზრუნვამ, სანქციების შიშმა თუ ფინანსურმა ვალდებულებებმა - ახალი "სუვერენოფობი" არ გამოავლინოს ბიზნესის, კულტურისა თუ განათლების სფეროებიდან. ეს ქვეყნის შიგნით - აღარაფერს ვიძახი საერთაშორისო დონის პარანოიაზე. ხელისუფლების მიმართ ხან წყევლის, ხან ფსალმუნების ენაზე, ისმის ზოგან მუდარა, ზოგან- მუქარა. ეს ყველაფერი კი ლუკას სახარებას მაგონებს, სადაც ეშმაკეული, წლობით ავი სულებით შეპყრობილი - სწორედ ფსევდოლიბერალიზმის ტყვეობაში მყოფ საქართველოს შეიძლება შევადაროთ. უფალმა ის უბედური, როგორც იქნა, ამ ლეგიონისგან გაათავისუფლა. ხოლო ეს უამრავი შავბნელი ძალა ემუდარებოდა მაცხოვარს - ნუ მტანჯავ "იესო, ძეო მაღალი მღრთისაო". საქართველომაც, მსგავსად უფლისა, უბრძანა უწმინდურ სულებს, გამოსულიყვნენ მისგან, ხოლო, ეს ბოროტი სულები კი, ევედრებიან საქართველოს: "ნუ გვიბრძანებო უფსკრულში დანთქმასო". სახარებაში, იმ გადარინელი შეპყრობილის შემთხვევაში, ამ ლეგიონმა ღორების კოლტში შესვლა ამჯობინა - დღესაც გარდაუვალია ამ ბოროტი სულების, იმ ღორებივით, უფსკრულში გადაჩეხვა. ხოლო საქართველო, იმ ეშმაკეულის მსგავსად - აუცილებლად განიკურნება.“- წერს ქართველიშვილი
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი