გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. ქართული ქარტიის შექმნით რევოლუციური პროცესები დააანონსა - „ნაცლუზერების" ამ ახალ გაერთიანებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „პოლიტიკური ქატო“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 27 მაისი 2024, 19:21

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებებს ეხმიანება, სადაც საუბარია სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ სამოქმედო გეგმაზე სახელწოდებით „ქართული ქარტია“, რომელიც ოპოზიციის გაერთიანებას მოიაზრებს.

აბაშიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. "ქართული ქარტიის" შექმნით, რევოლუციური პროცესები დააანონსა. მანვე აღნიშნა, რომ "ნაცლუზერების" ამ ახალ გაერთიანებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს "პოლიტიკური ქატო".

„არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ფორმალურმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. "ქართული ქარტიის" შექმნით, რევოლუციური პროცესები დააანონსა. კონსტიტუციის არაერთგზის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს აქვს და ექნება აუსრულებელი ნატვრა - ის ვერასდროს გახდება სახელმწიფო მოღვაწე. საზოგადოებასთან დაპირისპირებული ურეიტინგო სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება მაკონსოლიდირებელი ფიგურა. "ნაცლუზერების" ამ ახალ გაერთიანებას თავისუფლად შეიძლება ეწოდოს "პოლიტიკური ქატო"“, - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი