დავით ქართველიშვილი-შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი და გაოცებული, გაოგნებული ჟჟჟურნალისტები, მათ რიგებში აშკარად შეიმჩნევა დამწვრის სპეციფიური სუნი - მათი აზროვნების პლატების მწყობრიდან გამოსვლის გამო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
109 27 მაისი 2024, 19:18
ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგს სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

“შალვა პაპუაშვილის ბრიფინგი და გაოცებული, გაოგნებული ჟჟჟურნალისტები...

შეკითხვა: ევროკავშირმა (ბლა-ბლა-ბლა) - კანონი გაიწვიეთო, რატომ არ იწვევთ?

პასუხი: იმიტომ რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიღებას, ჩვენ კი უმრავლესობის მიერ მინიჭებული მანდატით გვაქვს ლეგიტიმაცია

შეკითხვა: ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ (ბლა-ბლა-ბლა) - კანონი გაიწვიეთო, რატომ არ იწვევთ?

პასუხი: ვიმეორებ - იმიტომ რომ მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიღებას, ჩვენ კი უმრავლესობის მიერ მინიჭებული მანდატით გვაქვს ლეგიტიმაცია

შეკითხვა: აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა (ბლა-ბლა-ბლა) და ფაქტიურად ბაიდენმაც - კანონი გაიწვიეთო, რატომ არ იწვევთ? ამათზე მეტი ვინმე არსებობს კიდევ დუნიაზე?

პასუხი: არსებობს. მისი უზენაესობა და აღმატებულება - ქართველი ხალხი, რომლის უმრავლესობა მხარს უჭერს მის მიღებას, ჩვენ კი უმრავლესობის მიერ მინიჭებული მანდატით გვაქვს ლეგიტიმაცია

ჟჟჟურნალისტების რიგებში აშკარად შეიმჩნევა დამწვრის სპეციფიური სუნი - მათი აზროვნების პლატების მწყობრიდან გამოსვლის გამო: აქეთ ბაიდენი, ჰარისი და იქეთ ვიღაც ქართველი ხალხიო? ჩვენ შორის ეს რუბიკონი - გადაულახავია...”- წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი