ირაკლი ლატარია გიორგი მსხილაძეზე: კანონზე ნუ მასაუბრებთო თქვა კაცმა, რომლის მიღებაზე უარს იძახის - იმდენ ვინმეს ეკეტება ქვეყნის დაზიანებისთვის გამოყოფილი თანხების წყაროები, რომ უკვე გააფრინეს ბოლომდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 27 მაისი 2024, 14:26
ექსპერტი ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს,  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის გამოსვლას ეხმაურება.

ლატარიას თქმით,  საპარლამენტო მდივანი ისე შეეცოდა, რომ დაცინვაც არ მოუნდა. მანვე აღნიშნა, რომ „გამჭვირვალობის კანონის“ მიღებით იმდენ ვინმეს ეკეტება ქვეყნის დაზიანებისთვის გამოყოფილი თანხების წყაროები, რომ უკვე გააფრინეს ბოლომდე. 
„ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი ისე შემეცოდა, რომ დაცინვაც არ მომინდა  კაცმა მუხლებში არ შემოგყვებითო და არ ვაპირებ კანონზე საუბარსო    მგონი მაგას მოატყუეს ფიზკულტურაზე გიშვებთო და იურიდიულ კომიტეტში აღმოჩნდა  
საკანონმდებლო ორგანოში, კანონზე ნუ მასაუბრებთო    
ვახ... ბიჭო, ბიჭოოო   არა ნუ, მაგ კანონის მიღებით იმდენ ვინმეს ეკეტება ქვეყნის დაზიანებისთვის გამოყოფილი თანხების წყაროები, რომ უკვე გააფრინეს ბოლომდე... კანონზე ნუ მასაუბრებთო თქვა კაცმა, რომლის მიღებაზე უარს იძახის    უარს იძახის, ოღონდ მიზეზს ვერ გეტყვითო, არ ვიციო და   
აუ სალია, მაგ კაცის ცოდვა არ გაგახარებს შენ  ეს რა დღეში ჩააგდე  ცაკალელი..“ - წერს ირაკლი ლატარია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი