ლევან ნიკოლეიშვილი: ამერიკული და ევროპული პოლიტელიტა გვიმტკიცებს, რომ ქართული ოპოზიცია ცოცხალია და მის დამარხვა ჯერ არ შეიძლება, ლენინის როლის ახალი შემსრულებელიც იპოვეს ზურაბიშვილის სახით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
123 26 მაისი 2024, 22:41

ლენინი 1924 წელს გარდაიცვალა, თუმცა მას მერე სანამ საბჭოთა კავშირი არ დაიშალა გვიმტკიცებდნენ, რომ ის "მარად ცოცხალი" იყო, მისი გვამი დღესაც მავზოლეუმშია და მის დამარხვას არ აპირებენ... ზუსტად ასე გვიმტკიცებს ამერიკული და ევროპული პოლიტელიტა, რომ ქართული ოპოზიცია ცოცხალია და მის დამარხვა ჯერჯერობით არ შეიძლება, ლენინის როლის ახალი შემსრულებელიც იპოვეს სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელმაც სულ ახლახან „ქართული ქარტიის“ სახით ისეთი ბუნდოვანი და გაუგებარი გზავნილები გაჟღერა, როგორც მეტყველებს ქართულად, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისეული ევროპული ღირებულებები რამდენიმე აუცილებელ პირობას ითვალისწინებს, როგორიცაა, მაგალითად, ყველა "ნაციონალის" ერთი დროშის ქვეშ გაერთიანება და არასამთავრობოების რევოლუციის ავანგარდში ჩაყენება.

"ვლადიმერ ულიანოვი იგივე ლენინი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დამაარსებელი, 1917 წელს რუსეთში ოქტომბრის გადატრიალების ერთ-ერთი ლიდერი 1924 წელს გარდაიცვალა, თუმცა მას მერე სანამ საბჭოთა კავშირი არ დაიშალა გვიმტკიცებდნენ, რომ ის "მარად ცოცხალი" იყო, მისი გვამი დღესაც მავზოლეუმშია და მის დამარხვას არ აპირებენ... ზუსტად ასე გვიმტკიცებს ამერიკული და ევროპული პოლიტელიტა, რომ ქართული ოპოზიცია ცოცხალია და მის დამარხვა ჯერ-ჯერობით არ შეიძლება, ლენინის როლის ახალი შემსრულებელიც იპოვეს სალომე ზურაბიშვილის სახით, რომელმაც სულ ახლახან „ ქართული ქარტიის“ სახით ისეთი ბუნდოვანი და გაუგებარი გზავნილები გაჟღერა, როგორც მეტყველებს ქართულად. თუმცა ნიკა გვარამიას მზადყოფნამ, ხელი მოაწეროს ამ ქარტიას, კიდევ ერთხელ დამარწმუნა რომ სალომესეული „ახალი ევროპული ღირებულებები“ რამდენიმე აუცილებელ პირობებს ითვალისწინებს: • ერთი დროშის ქვეშ უნდა გააერთიანო ყველა "ნაციონალი", ძველი და ახალიც, თუ გინდა რომ ევროპამ თავისიანად მიგიღოს;
• არასამთავროები გაურკვეველი პოლიტიკური მომავლის იმედით უნდა ჩააყენო რევოლუციის ავანგარდში;
• არჩევნებისთვის არავითარ პროგრამა არ გჭირდება, მთავარია თქვა არა რუსულს, კი ნებისმიერ ევროპულს, თუნდა გახრწნილს, თუნდ არაჰუმანურს, მთავარია იყოს რევანშისტული; ბოლოს დაელოდო ახალ გრანტს, ახალ ფინანსურ დახმარებას ინსტრუქციას უცხოეთიდან, მანამდე კი პირი უბრალოდ დაღებული არ გქონდეს უნდა იძახო“ არა, არა, არა!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გვარამია იმასაც გააფუჭებს, რასაც სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე ცდილობს
დავით ქართველიშვილი: მიხეილ ყაველაშვილი იმ პოლიტიკური გუნდის წევრია, რომელიც მოკლე ვადაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ლაბორატორიად და შეძლო „ხალხის ძალის“ წევრი პრეზიდენტის რანგში წარედგინა
თამთა მეგრელიშვილი: „ლელომ“ ცესკოს მიერ ხელმოწერილი შემაჯამებელი ოქმი და მასში ასახული საარჩევნო შედეგები ლეგიტიმურად აღიარა
ლევან კოჭლოშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჰყავდეს ისეთი ერთგული და ქვეყნის მოყვარული პრეზიდენტი, როგორიც მიხეილ ყაველაშვილია
თამარ ჩიბურდანიძე: წარმომიდგენია, როგორი სიამაყით და ღირსებით წარადგენს საქართველოს მიხეილ ყაველაშვილი საერთაშორისო არენაზე. როგორც იქნა გვეღირსა, სულით და გულით ქართველი კაცისთვის პრეზიდენტი გვეწოდებინა
არქივი