დავით ქართველიშვილი: ფარისევლობის, სიცრუისა და უსინდისობის შხამიანი ნაზავია, როდესაც საქართველოს სუვერენულ კანონშემოქმედებით უფლებას, ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, ქვეყნისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად გვითვლიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
100 26 მაისი 2024, 19:29
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გავრცელებულ განცხადებას რომლის მიხედვითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის უკან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიისთვის და ეწინააღმდეგება NATO-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებულ მის მისწრაფებებსა და ღირებულებებს“, სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, ფარისევლობის, სიცრუისა და უსინდისობის შხამიანი ნაზავია, როდესაც რიგი ქვეყნების წარმომადგენლები საქართველოს სუვერენულ კანონშემოქმედებით უფლებას, ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, ქვეყნისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. 

„ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელმაც 2009 წელს „ბალკანეთის კოლუმბიად" და „ევროპის ჩრდილოეთ კორეად" წოდებული ალბანეთი NATO-ს რიგებში მიიღო, საგანგებო განცხადებით ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების „თავხედობას" - საკუთარ ქვეყანაში გამჭვირვალობის უფლებაზე იოცნებოს.

თურმე „საერთო დემოკრატიული ღირებულებები" ყოფილა ნატოში გაწევრიანების საფუძველი, მაგრამ ნარკოსაწყობისა და ნარკოტრანზიტის „მექასა" და ქოლცენტრების რეკორდსმენ ევროპაში, რა ღირებულებები აერთიანებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსთან, ამაზე არავინ, არსად და არასდროს არ საუბრობს.

ფარისევლობის, სიცრუისა და უსინდისობის შხამიანი ნაზავია, როდესაც საქართველოს სუვერენულ კანონშემოქმედებით უფლებას, ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით, ქვეყნისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად გვითვლიან. მოკლედ, ყველაფერი გასაგებია. ამასობაში კი, ყველაზე თბილი, ობიექტური და მეგობრული მოლოცვა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სამი მილიარდი მოსახლეობის მქონე ჩინეთიდან და ინდოეთიდან მივიღეთ...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი