ლევან ნიკოლეიშვილი IRI-ის და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე: რახან სანქციების თემით არაფერი გამოდის, ამიტომ როგორც ჩანს, მეტი რაღაცაა საჭირო, ვინმეს კიდევ უჩნდება ეჭვი გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობაზე?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
109 25 მაისი 2024, 22:52

რახან სანქციების თემით შეშინებით არაფერი არ გამოდის, ამიტომ როგორც ჩანს მეტი რაღაცაა საჭირო: ეს მეტი კი ოპოზიციის უფროსებთან დაბარება და მათთვის დეტალური ინსტრუქციის მიცემაა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომლითაც ცნობილი გახდა, რომ IRI-ის ორგანიზებით, კაჭრეთის ამბასადორში ოპოზიციის წარმომადგენლებთან დახურული შეხვედრა გაიმართა.

ექსპერტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა, შეკრებაზე განიხილეს არა რაიმე ღირებული პროგრამა, რითაც “ქართულ ოცნებას” კონკურენციას გაუწევენ, არამედ წაგებული არჩევნების შემდეგ ქმედებებს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ აშინებთ “გამჭვირვალობის კანონი”.

“რახან სანქციების თემით შეშინებით არაფერი არ გამოდის, ამიტომ როგორც ჩანს მეტი რაღაცაა საჭირო: ეს მეტი კი ოპოზიციის უფროსებთან დაბარება და მათთვის დეტალური ინსტრუქციის მიცემაა. ეს შეიძლება იყოს ახსნა იმის შესახებ, თუ როგორ გააკეთონ უფრო მეტი რადიკალური აქცია-პერფორმანსები ან რჩევა/ მოთხოვნა/ბრძანება, რომ მოემზადონ არჩევნებისთვის ძალების მოსაკრებად. საარჩევნოდ არა რამე ისეთი ღირებული პროგრამის დასადებად, რომ მართლა კონკურენცია გაუწიო "ქართულ ოცნებას", არა - წაგებული არჩევნების შემდეგ როგორ და რანაირად უნდა იკივლოს ოპოზიციამ "გაყალბდა, გაყალბდა." თუ ასე არ არის, თქვან რაზე შეიკრიბნენ ან ამათმა ან იმათმა. აი, რატომ აშინებთ ქართული გამჭვირვალობის კანონი, ამის მერე ვინმეს კიდევ უჩნდება ეჭვი აღნიშნული კანონის ამოქმედების აუცილებლობაზე?” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი