მასობრივ წამებებს, უსამართლო სასამართლოს, ბიზნესის რეკეტს, ქუჩაში მკვლელობებს ათასგვარ უბედურებებს თქვენ რომ სისხლიან რეჟიმს ეძახით, ეს დემოკრატიის წინსვლა იყოო - ამაზე უფრო ცხადად რაღა უნდა გვითხრას ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 25 მაისი 2024, 21:24
"ბლინკენი, მიშა და მისი მიმდევრები ამტკიცებენ, რომ გამჭირვალობის კანონი რუსულია, ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი - რუსულია, ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენთა  დასჯის მოთხოვნა - რუსულია, ის პოლიტიკური ძალა, ვინც 9-წლიანი სისხლიანი რეჟიმი, არჩევნების გზით, მშვიდობიანი დემოკრატიით  ჩაანაცვლა-რუსულია," - ფეისბუქ გვერდზე წერს ადამიანის უფლებების დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

"ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ათწლეულებია ჩვენს  ინტელიგენციას ღირსეული ცხოვრების საშუალებას აძლევს, ვისი მმართველობის პერიოდშიც ომი და ტერიტორიების დაკარგვა არ მომხდარა, ვინც უამრავ საქველმოქმედო პროექტებს აფინანსებს, აშენებს ახლებს და არესტავრირებს ძველ ეკლესია-მონასტრებს - რუსი ოლიგარქია.

აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს, 

რომ ვინც ციხეებში ხალხს აუპატიურებდა, ახალგაზრდებს ქუჩებში ხოცავდა, ბიზნესს არეკეტებდა, ხალხს აკულაკებდა, სასამართლოს პროკურატურის დანამატად იყენებდა - ის პოლიტიკური ძალა იყო დასავლური.

ვინც დღეს ქვეყნის გარედან ისევ გამაუპატიურებლების ხელისუფლებაში დაბრუნებას, ოპოზიციის ქურქში გახვეული  კრიმინალების ციხიდან გამოშვებას ლობირებს, ისენი არიან დასავლური ღირებულებების მატარებლები.

მართალია, ნაცების პროპაგანდისტული მედია საზოგადოების ტვინების გამორეცხვას მუდმივ რეჟიმში აწარმოებს, მაგრამ ვერც  ისეთი გამორეცხვისთვის მიგიღწევიათ, თეთრი შავად და შავი თეთრად  მოგვაჩვენოთ.
ნაცების და მათი ანასხლეტების მეპატრონეები, ყალბი პროპაგანდით  გამორეცხილი ტვინების იმედად გვეუბნებიან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ვინც ქვეყნის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებასა და ღირსებას იცავს, ლამის მთელი მსოფლიოდან მომდინარე  ზეწოლის, დაშინებისა და ბულინგის მიუხედავად, უკან არ იხევს და ცალ ფეხზე არ ხტის მათ წინაშე, სწორედ ასეთების დასანქცირებაა ქართველების დახმარებაო. 

თქვენსავე არჩეულ ხელისუფლებას,ჩვენ რომ  დავასანქცირებთ(რაც ქვეყნის დასანქცირებას ნიშნავს) და მერე  დავამხობთ, ეგ იქნება თქვენი ქვეყნის და ხალხის დასახმარებლად გაკეთებული საქმეო. 

ისინი ფიქრობენ, რომ  ჩვენ არ გვესმის ან არ უნდა  გვესმოდეს, რა მზაკვრული მიზნისთვის სურდათ ჩვენი ქვეყანის გამოყენება.

რუსეთის წინააღმდეგ, საზარბაზნე ხორცად გამზადებულები, მეორე ფრონტის გასახსნელად  ვინც არ გაგვიმეტა და უკრაინასავით ნანგრევებად არ გვიქცია საქართველო ის ყველა უნდა დაისაჯოსო. 

ბლინკენის განცხადება რომ ნაცების რეანიმაციისა და რეაბილიტაციისკენ გადადგმული ნაბიჯია. ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, წაიკითხეთ, თუ როგორ გამოეხმაურა ამ განცხადებას გახარებული სააკაშვილი:

„ამერიკას ამ მასშტაბის სანქციები ერთდროულად არასდროს არავისთვის არ შემოუღია!.. თუ კარგად დააკვირდებით, ბლინკენის განცხადებაში ნათლად წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სწორედ 2012  წლის შემდეგ დაიწყო. ეს დასავლეთის მხრიდან რეალობის საბოლოოდ აღიარებაა იმისა, თუ რა მოხდა 2012 წელს. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს!“

ხომ გესმით, ბლინკენმა განაცხადა, ხოლო სააკაშვილმა ეს ნათქვამი სიხარულით აიტაცა და საზეიმოდ გამოგვიცხადა: როგორც იქნა, დასავლეთმა აღიარა, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო, ანუ 2012 წლამდე საქართველოში დემოკრატიული წინსვლა იყოო. 

ქართველებო!  მასობრივ წამებებს, უსამართლო სასამართლოს, ბიზნესის რეკეტს, ქუჩაში მკვლელობებს ათასგვარ უბედურებებს თქვენ რომ  სისხლიან რეჟიმს ეძახით, ეს დემოკრატიის წინსვლა იყოო. 

ამაზე უფრო ცხადად რაღა უნდა გვითხრას ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა?" - წერს ნანა კაკაბაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი