80
25 მაისი 2024, 12:36
მისი თქმით, ეს თანხა გამოუყვეს ქართული ისტორიისა და კულტურის აბუჩად ადამიანებს, რომლებსაც საქართველოს ომში ჩართვის და სხვისი უბედურების ხარჯზე საკუთარი ბედნიერების აგების სურვილი აქვთ, თუმცა, ეს მცდელიბა წარუმატებელი იქნება.
“1990-იანი წლების დასაწყისში გარედან მოწყობილი პირველი ეროვნული ხელისუფლების გადატრიალება 65 მილიონი მანეთი დაუჯდათ(ასე განაცხადა მაშინდელმა მოსკოვის მერმა გავრილ პოპოვმა)! ახლა მეორე ეროვნული ხელისუფლების გადასატრიალებლად მეხუთე კოლონას მთელი მსოფლიოს თვალწინ, ოფიციალურად, საქვეყნოდ გამოუყვეს 50 მილიონი დოლარი(ეს რაც გაცხადდა ისე რამდენი იქნება?).
გამოუყვეს: საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის მტრებს! საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების მოსურნეებს! საქართველოში სიტყვების: "დედა", "მამა", "ძმა", "და", "ბიჭი", "გოგო" გაუქმების მომხრეებს! ქართული ტრადიციების შემრყვნელ-გამრყვნელებს! ქართული ისტორიისა და კულტურის აბუჩად ამგდებ-მაგინებლებს!საქართველოს ომში ჩართვის და საქართველოს პირისაგან მიწისა აღგვის შემსრულებლებს. იმათ ვისაც ამ უბედურებების ხარჯზე უნდათ საკუთარი ბედნიერებისა აგება!
ანუ "მსოფლიო გლობალურმა ომის პარტიამ" 50 მილიონი $ და ბევრად მეტიც ჩადო მდინარის დინების საწინააღმდეგოდ ანუ ღვთის გზაზე მიმავალთა წინააღმდეგ საბრძოლველად!ვითომდაც ქართველი ხალხის სახელით, მეორე ეროვნული ხელისუფლების გადასატრიალებლად გაღმა-გამოღმიდან დააფინანსეს, დავალებები მისცეს და წამზომი ჩაურთეს მეხუთე კოლონის "შესტიორკებს": ლომჯარია-გიგაურებს!
უჩა აბაშიძეს და მის ცოლს! ჭიჭიკო ვაშაძე-პატიკო მანჯგალაძეებს! ხაზარაძე-ხაბეებს! გირჩ ზურაბა-კვესიტაძეებს!
ჩერგოლეიშვილ-ბოკერიებს! ბერძენიშვილ-ხოშტარიებს! ბოკუჩავა-ჩარკვიანებს! გვარამია-მელიებს!...
ამრიგად, 33 წლის მანძილზე მესამედ მიმდინარეობს გარედან დაფინანსებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა! წინა ორი "წარმატებით" დაასრულეს! როგორი იქნება მესამე?გჯეროდეთ წარუმატებელი!
რატომ? იმიტომ, რომ საქართველოზე ხელის აწევას და საქართველოს ლათინურ ამერიკანიზაცია, უკრაინიზაციას არავის არ აპატიებს და ქვეყნიდან ექსორიას უყოფს მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხი და მის მიერ არჩეული ლეგიტიმიური ხელისუფლება! ღმერთი ჩვენთან არს! - წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |